სხვა ბევრი მართლა ცხოვრობს ზოგი კი მხოლოდ სუნთქავს.(შემთხვევა სუპერმარკეტში რომელმაც აღმაშფოთა) 2013, 27 ნოემბერი, 18:10 სუპერმარკეტში შევედი პროდუქტებისთვის.ავიღე რაც მჭირდებოდა და პროდუქტებიანი კალათით სალაროსთან რიგში ჩავდექი.რიგი არც ისე დიდია, მაგრამ მოლარე თინეიჯერი გოგონა დიდ დროს ანდომებს მომხმარებლების მომსახურებას, ეტყობა დამწყებია.რიგში მდგომი ხალხი მოთმინებით ელოდება, ესმით ახალბედასი.ჩემ წინ მოხუცებული ქალი დგას, სუფთა, მოვლილი, მაგრამ სიღარიბეს და პატარა პენსიას მაინც თავისი კვალი დაეტოვებინა მოხუცის სახეზე.კალათში ერთი პაკეტი რძე, ნახევარი პური და პაწაწინა ყველის ნაჭერი უდევს.რიგში დგომისას, მან რამდენჯერმე გადათვალა ხელისგულზე ცხვირსახოცში გამოკრული კაპიკები.მოლარემ გადათვალა მისი პროდუქტები და თანხა დაუსახელა, ეტყობოდა იმაზე მეტი გამოვიდა ვიდრე მოხუცს ხელისგულში ეჭირა.ბებო აძლევს აკანკალებული ხელით თავის “გროშებს" და ეუბნება მოლარეს მუდარით აღსავსე თვალებით“იქნებ ყოფნის?".ამ სიტყვებზე მოლარემ დაუწყო ჩხუბი:“შენ რა სულ გაგიჟდი?, აქ მხოლოდ პურის საკმარისი ფულია მხოლოდ"–და ეძახის ადმინისტრატორს რომ პროდუქტები რომლის ფულიც არ ქონდა მოხუცს, უკან დააბრუნოს და სალაროს ანგარიშიც გაასწორებინოს.ვეკითხები:“ რამდენია გადასახდელი?"მომიბრუნდა და მეუბნება:“შენ ვინ გეკითხებაო".მე ისევ მშვიდად ვეკითხები:“ყველაფერი ეს რა ღირს?".მისახელებს თანხას.მე უხმოდ ვაწვდი ფულს და ვეუბნები:“დაანებე ბებოს თავი".მოხუცს არაფერი ესმის, ხელები უკანკალებს და თვალები ცრემლებით აქვს სავსე.“არაფერია დედილო, წადი წყნარად"–ვამშვიდებ მოხუცს, მოლარეს კი ვეუბნები:“რატომ მოიქეცი ეგრე, ვინ იცის შეიძლება მისი უკანასკნელი ყველის ლუკმაა ამ ცხოვრებაში, ღმერთმა ნუ ქნას რომ ეგრე იყოს".მოლარე გაწითლდა მაგრამ არაფერი არ მიპასუხა. მოხუცს ისევ შევხვდი სუპერმარკეტის გამოსასვლელში.იდგა და ტიროდა, ხელში კი მაგრად ქონდა ჩაბღუჯული ცრემლით მოპოვებული ყველის ნაჭერი... 597 13-ს მოსწონს
|