x
image
რუსუდან ბერიძე
როგორ გამოვიყენოთ Coca-Cola ყოფა-ცხოვრებაში
image

Coca-Cola გარდა იმისა, რომ სასიამოვნო გაზიანი სასმელია, რომელიც ყველას უყვარს, ფართოდ გამოიყენება ყოფა–ცხოვრებაშიც რომელიც ბევრმა არც იცის.მაგალითად:

1.თუკი ქვაბი ძირზე მიგვეწვება, საკმარისია მასში ჩავასხათ კოკა-კოლა და მივიყვანოთ ადუღებამდე, რომ ქვაბი პირვანდელ სახეს მიიღებს, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

2.მისი დახმარებით შეგვიძლია გავაახლოთ ნებისმიერი ძველი სურათიც.ამისთვის საკმარისია მსუბუქად დავასველოთ ფოტო და მაშინვე გავამშრალოთ.მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალიან დასველება, თორემ მაშინ სულ გაფუჭდება ფოტო.


3.თუ თქვენ თმა შეიღებეთ და ძალიან გაჯერებული ფერი გამოვიდა, კოკა-კოლის დახმარებით შეგიძლიათ თქვენი თმა გახადოთ უფრო ღია და ნათელი.

4.თუ ძველ მონეტებს ჩავუშვებთ კოლაში, ის ახალივით იბრწყინებს.

5.ჩაასხით თქვენს ჩაიდანში კოკა-კოლა და გააჩერეთ მთელი დღე.ის სულ გააქრობს დუღილის ნადებს და ჩაიდანი შიგნიდან სულ ახალივით გადაიქცევა.

6.თუ კოლას ჩაასხამთ უნიტაზში, ის მეტად სუფთა გახდება.

7.შეგვიძლია კოკა-კოლა დავუმატოთ ნებისმიერ სოუსს, პროპორციით 1:1, რომელშიც გამზადებამდე ვდებთ ქათამს ან ნებისმიერ ხორცს, ასეთ სოუსში ხორცი გამოდის ძალიან გემრიელი.

8.კოკა–კოლა ძალიან კარგი თმის კონდიციონერია, გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ, ჩამოიბანეთ და გაიშრეთ.

9.კოლა ჩაასხით ფართოძირიან ჭურჭელში და დადგით თქვენს ბაღში.ის დაგიცავთ მავნე მწერებისგან, რომლებსაც იზიდავს მისი ტკბილი სუნი, შიგ ცვივდებიან და იღუპებიან.

10.თუკი ჭანჭიკის მოხრახვნას ვერ ახერხებთ კოროზიის გამო, შეგიძლიათ დაასველოთ ბამბის ნაჭერი კოლაში და რადენიმე საათი შემოახვიოთ ირგვლივ დაჟანგულ ჭანჭიკს, შემდეგ კი გაცილებით ადვილად შეძლებთ მის მოხსნას.

11.თქვენს ძვირფასეულობას ადვილად გაასუფთავებთ, თუ მას ჩაუშვებთ კოლიან ჭიქაში და შემდეგ ჯაგრისით გაწმენდთ.მაგრამ თუ ძვირფასი თვლები აქვს ოქროულობას, მაშინ არ შეიძლება კოლაში ჩაშვება, რადგან მავნე ზემოქმედებას ახდენს ის ძვირფას ქვებზე.

12.რაც არ უნდა საკვირველი იყოს, კოკა-კოლა ეხმარება კუჭს საჭმლის გადამუშავებაშიც.მაგრამ ახალი გახსნილი არ უნდა დალიოთ, გაზიანი სასმელი პირიქით პრობლემებს ამწვავებს.







8
128
11-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
128
  
2014, 15 იანვარი, 19:27
არც მე მიყვარს ეს სასმელი :(
2014, 15 იანვარი, 16:46
საძაგელი გემო აქვს :(
2014, 15 იანვარი, 16:38
ჩემთან კი რაც არ უნდა უთხრა მაინც ამას ანიჭებენ უპირატესობას.მე პირადად არ მიყვარს.ალერგიას მაძლევს როგორ კი დავლევ
2014, 15 იანვარი, 16:30
მატორსაც კარგად ასუფთავებს ...ვერ ვიტან კოკა კოლას :@
2014, 15 იანვარი, 16:27
ჩემს ოჯახში კარგა ხანია აღარ ვსვამთ გაზიან სასმელებს, ბავშვებსაც არ უყვართ, იციან, რომ მავნებელია.:)
2014, 15 იანვარი, 16:22
მეც ამას ვფიქრობ.ავტომანქანის მოტორს არ წმენდენ თუ კოკაკოლათი?არა მგონია კუჭ-ნაწლავის ბალანსი არ დაარღვიოს,მაგრამ ქართველები ისეთ ჭაჭის არაყს სვამენ ის არაფერს უშვება და ამასაც ავიტანთ:D:D
2014, 15 იანვარი, 16:19
აქ მოყვანილი ბევრი მაგალითი გვარწმუნებს ამ სასმელის მავნებლობაში. ვერცხლის ნივთების გაწმენდაზე რომ წავიკითხე სადღაც, თვითონ ვცადე და ისე გააკრიალა, გავოცდი. ამის შემდეგ ავკრძალე კოკას დალევა. ჟანგს და ჭუჭყს რომ ასე შლის, კუჭს რაღას უზამს.
2014, 15 იანვარი, 16:17
საინტერესოა : ) თმაზე ვცდი,რა გამოვა.
0 1 8