სხვა ჭკვიანი ბიჭუნა ანუ პატარა ბიზნესმენი 2014, 15 მარტი, 21:47
ერთმა პატარა ამერიკელმა ბიჭმა ასე დაიწყო თავისი ბიზნესი:აცხობდა და ყიდდა ღვეზელებს 5 ცენტად.
ერთი კაცი ყოველდღე ჩაუვლიდა გვერდით ღვეზელების გამყიდველ ბიჭს, ესროდა 5 ცენტიანს, ხოლო ღვეზელებს ხელს არც ახლებდა.ასე გრძელდებოდა დიდხანს.
ერთხელ როცა კაცმა ისევ გადმოუგდო ფული და გზა განაგრძო, ბიჭმა მას გასძახა:
–დაიცადეთ, ბატონო! კაცი მობრუნდა და უთხრა: –ბიჭუნავ ეტყობა შენ გაინტერესებს რატომ გიხდი 5ცენტიანებს და ღვეზელს არ ვიღებ, ხო? ბიჭმა კი უპასუხა: –არა სერ! დღეიდან ღვეზელი 10 ცენტი ღირს. სახალისო ისტორიაა.შეფასება თქვენთვის მომინდია ძვირფასო მკითხველებო.კომენტარისგან თავს შევიკავებ... 1199 10-ს მოსწონს
|