x
image
რუსუდან ბერიძე
ყოჩაღი მამა არ დაიბნა! (იუმორისტული მოთხრობა)

image

17 წლის გოგონას– ნასტიას, ფეხმძიმობის ყველა ნიშანი აღენიშნებოდა.თავზარდაცემული გაიქცა აფთიაქში, ამოიტანა ორსულობის დასადგენი ტესტი და მისი ეჭვიც საბოლოოდ დადასტურდა.ძლივს გადაწყვიტა გაემხილა დედისთვის ეს თავზარდამცემი ახალი ამბავი.დედამ რომ გაიგო, გამზვინვარებული დაეტაკა ქალიშვილს:"შენ რა სრულ ჭკუაზე ხარ?ვინ არის, სასწრაფოდ მომიყვანე ის გარეწარი, ის მხეცი.ვინ გაბედა თითი დაეკარებინა ჩემი ერთადერთი ქალიშვილისთვის.მე იმას ვუჩვენებ სეირს!!!"შეშინებულმა ნასტიამ აიღო ტელეფონის ყურმილი და ძლივს აკრიბა ნომერი.

ნახევარი საათის შემდეგ მის სახლთან გაჩერდა ახალთახალი ფერარი.მანქანიდან გადმოვიდა შუახნის მამაკაცი, ძვირფას კოსტიუმში, სარკესავით გაპრიალებულ ფეხსაცმლით და ხელზე ძვირფასი ოქროს საათით.თავდაჯერებული შემოვიდა და დაუპატიჟებლად ჩაჯდა სავარძელში, სასტუმრო ოთახში, სადაც თავი მოეყარათ გაცეცხლებულ დედას, შეშინებულ ქალიშვილს და ახლახან სამსახურიდან დაბრუნებულ, დედაზე მეტად გაბრაზებულ მამას."საღამო მშვიდობისა, თქვენმა ქალიშვილმა მომაწოდა ინფორმაცია იმ პრობლემაზე, რომელიც თქვენ ასე გაღელვებთ."–დინჯად და აუღელვებლად დაიწყო საუბარი მამაკაცმა."თქვენ მემგონი გამიგებთ, რომ მე არ შემიძლია მასზე დაქორწინება, ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო.მაგრამ მზად ვარ მატერიალურად ყველანაირად ვუზრუნველყო და ამით გავუკეთო კომპენსაცია ყველა იმ უხერხულობას, რაც ჩემმა წინდაუხედაობამ გამოიწვია.აი ჩემი პირობაც:თქვენ ქალიშვილს თუ გაუჩნდება გოგონა, მე მას გადავცემ პირად საკუთრებაში 2 მაღაზიას და 3 ქარხანას.ასევე მის ანგარიშზე ბანკში დავდებ 1000000$-ს.თუ ეს ბიჭი იქნება, მაშინ მას გადავცემ 3 მაღაზიას, 2 ქარხანას და ასევე 1000000$-ს ბანკში.თუ ტყუპები გაჩნდება, თითოეულს გადავცემ მაღაზიას და ქარხანას, ასევე თითოეულს 500 000$-ს.ასევე თუკი ბავშვს დაკარგავს, მაშინ..."ამ დროს, წინადადების დამთავრებაც კი არ აცალა, წამოხტა მამა, ბეჭებზე ხელი დაჰკრა და უთხრა:"მერე რა, მაშინ კიდევ ერთხელ დააფეხმძიმებ, რა პრობლემაა!"


P.S.მამაც ეგეთი უნდა!როგორ უცებ გაცვალა შვილის სახელი და პატიოსნება სიმდიდრეში.ყოჩაღ!

5
983
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
983
  
2014, 18 იანვარი, 2:10
ეს კარგი განწყობა რომ შემექმნა იმიტომ დავწერე,სულ სამწუხარო სტატიები გამომდის:D
2014, 18 იანვარი, 2:06
ვიცი ეს ამბავი :D :D :D და დასასრულიც :DDDD
2014, 18 იანვარი, 2:05
რა გინდა უკეთესი,იქ კიდევ უფრო კარგად ეწერა,მე კულტურულად დავწერე ფინალი:D
2014, 18 იანვარი, 2:02
ოპაა :DDD საღოლ მამა :D
0 1 5