სხვა 5 რჩევა ნოუთბუქების მფლობელებს: როგორ გავუხანგრძლივოთ ნოუთბუქს "სიცოცხლე" 2015, 3 თებერვალი, 16:04 ![]() 1. გქონდეთ ნოუთბუქი შედარებით გრილ ადგილას. უკიდურესმა სიცხემ შეიძლება დააზიანოს ეკრანი ან ელემენტი. გარდა ამისა, ცნობილია რომ სიცხეში მეტალი ფართოვდება, სიცივეში - პირიქით, რაც კომპიუტერის შიგნით არსებულ მეტალის კონსტრუქციებს საფრთხეს უქმნის. 2. აუცილებლად გამოიყენეთ შალითა ("ჩიხოლი"), ამით დაიცავთ ნოუთბუქს არასასურველი ფიზიკური ზემოქმედებისგან. 3. გქონდეთ ნოუთბუქი სუფთად, რადგან მტვერი და ჭუჭყი, რომელიც შიგნით ჯდება, ლეპტოპის მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება. 4. გააძლიერეთ თქვენი ნოუთბუქი ე.წ. SSD დისკით (Solid State Drive). ეს ერთი მხრივ მოუმატებს მუშაობის სისწრაფეს, მეორე მხრივ კი შეამცირებს სითბოს გამოყოფას. 5. შესძინეთ ახალი "სიცოცხლე" ძველ ნოუთბუქს. დროთა განმავლობაში ნოუთბუქი ძველდება და მისი მუშაობის სისწრაფე და ხარისხი იკლებს. მაგრამ თუ მაინც არ გემეტებათ ძველი "მეგობარი" გადასაგდებად და გსურთ გამოიყენოთ თუნდაც მარტივი სამუშაოებისთვის, შეგიძლიათ დააყენოთ მასზე Linux-ის გამარტივებული ოპერატიული სისტემა. როგორც წესი, Linux გაცილებით ნაკლებ რესურსს მოხმარს, ვიდრე Windows ან Mac-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოუთბუქი უფრო სწრაფად იმუშავებს. 236 4-ს მოსწონს
|