x
image
natia.a
"გაიღე და მიიღე" - ორიგინალური წამოწყება თბილისის ცენტრში

image


თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე გავლისას, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში სამხატვრო აკადემიის კედელში ჩაშენებული უცნაური კარადა, უფრო სწორად, განჯინა, რომელიც სხვადასხვა ნივთებით არის სავსე. ამ წამოწყებას იდეის ავტორმა, სამხატვრო აკადემიის ფილოსოფიის ლექტორმა ლევან ღამბაშიძემ და სხვა ინიციატორებმა "აკადემიის განჯინა" უწოდეს.


"გაიღე და მიიღე" - ეს არის სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სასურველი ნივთი მიიტანოს: უთო, წიგნი, სანათი, ტანსაცმელი და სხვა. იქიდან კი ის ნივთი წამოიღოს, რომელიც თავად სჭირდება.


"განჯინა" დღეს ოფიციალურად გაიხსნა და ყველა მსურველს შეუძლია სხვადასხვა ნივთებით შევავსოს.


"განჯინის წარმატებას აგრეთვე მისი ერთი თვისება განაპირობებს: ის ყველასია. განჯინა არ არის გათვლილი მოქალაქეთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე. განჯინაში მე შემიძლია განვათავსო ის, რაც მე არ მჭირდება, მაგრამ შეიძლება თავადვე ავიღო არსებული ნივთი, რომელიც იქ სხვამ განათავსა. ამდენად, განჯინა აკავშირებს თითოეულ მოქალაქეს ყველა დანარჩენ მოქალაქესთან." - ვკითხულობთ "განჯინის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.


0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0