სხვა ინდოელი ყმაწვილი, რომელიც 11 000 ვოლტ ძაბვას უძლებს: ყალთაბანდობა თუ ზებუნებრივი ნიჭი? 2015, 30 იანვარი, 12:58 ინდოეთში ცხოვრობს ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არაჩვეულებრივი ზებუნებრივი ნიჭი გააჩნია: დიპაკ ჯანდრას შეუძლია გაუძლოს 11 ათას ვოლტ დენის ძაბვას, რომელიც მის სხეულში გადის.
ამ უცნაური და ამავდროულად შემზარავი ნიჭის შესახებ დიპაკმა შემთხევევით შეიტყო მას შემდეგ, რაც დედამ გამათბობლის შეკეთება თხოვა და ამ დროს ბიჭი უნებლიედ შეეხო სადენს. "მე შემთხვევით შევეხე ხელით სადენს, რომელშიც ძაბვა გადიოდა, მაგრამ არაფერი არ მომხდარა, მე ვერ ვიგრძენი დენის დარტყმა, "-ყვება დიპაკი. ყმაწვილს ასევე შეუძლია იჯდეს წყლით სავსე აბაზანაში, რომელშიც დენიანი სადენებია ჩაშვებული და მშვიდად იღიმებოდეს ამ დროს. არავინ იცის, ეს არაჩვეულებრივი თანდაყოლილი ნიჭი მართლაც აქვს დეპეკს თუ ელექტროობაში საკმაოდ გარკვეული ჭაბუკი უბრალოდ დასცინის და აბრიყვებს თანასოფლელებს? ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია დიპაკ ჯანდრას ზებუნებრივი ნიჭი. 278 10-ს მოსწონს
|