x
image
რუსუდან ბერიძე
ღმერთმა ნუ ქნას ცუდად გახდეთ, თორემ სასწრაფო დახმარებამ შეიძლება"ორმოცზეც"ვერ მოგისწროთ

image ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა ერთმა შემთხვევამ, რომელიც 2 დღის წინ მოხდა.საერთოდ ვერიდებით ოჯახში სასწრაფო დახმარების გამოძახებას, თუ მართლა ძალიან არ გაგვიჭირდა და აღარ ვიცით რა გზას მივმართოთ.27 იანვარს საღამოს 10 სრულდებოდა, როდესაც ჩემი გოგონა მეგობარმა გოგომ მოაცილა სახში, რადგან შეუძლოდ გამხდარიყო.სახეზე სულ გაფითრებული იყო, ცივ ოფლს ასხამდა და ვეღარც სუნთქავდა.ძალიან შევშფოთდი ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე და პირველი რაც გავაკეთე 112-ში დავრეკე, ტუჩები სულ გალურჯებული ქონდა და გული მისდიოდა.
წნევა გავუზომე–დაბალი ჰქონდა.გულის წვეთები დავალევინე და სულმოუთმენლად დავუწყე ლოდინი სასწრაფო დახმარებას.ბავშვი უფრო ცუდად გახდა, სულ გაცივდა.უკვე ნახევარი საათია გასული...ისევ გადავრეკე.პასუხი ჩვეულებრივად:"ჯერ არ გამოსულა ეკიპაჟი ქალბატონო, დაელოდეთო".რომ ვუთხარი ძალიან ცუდათაა, მოიცა გადავცემ დაჩქარებაზეო.კიდევ დავამატეთ საგულე საშუალებები, ცხელი აბაზანა გავუკეთე ფეხებზე და ცხელი ჩაიც დავალევინე.ეტყობა ჩემმა მცდელობამ იმოქმედა და ცოტა უკეთ გახდა.მაგრამ მინდოდა გამეგო ცუდად გახდომის მიზეზი და კარდიოლოგს გაესინჯა, მაგრამ ტყუილად ველოდი მათ დახმარებას.ამის შემდეგ კიდევ სამჯერ გადავრეკე და პასუხი ასეთი იყო:რა ვქნათ ქალბატონო, ძალიან ბევრი გამოძახებაა და არ გვყავს თავისუფალი ეკიპაჟიო.12 საათზე ისევ არ იყო თავისუფალი ეკიპაჟი და იძულებული ვიყავი გამოძახება გამეუქმებინა.

ღმერთმა გვიშველა და დილამდე გამოვაღწიეთ ასეთ, დილით კი მივმართე პოლიკლინიკას და სათანადოთ გამოიკვლიეს და მკურნალობაც დაუნიშნეს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ასეთ უყურადღებობას ცუდი შედეგი მოყოლოდა?

არ ვარ პოლიტიკოსი და არცერთი მთავრობის მომხრე, მაგრამ ადრე ასენამდვილად არ ხდებოდა.მაქსიმუმ 20 წუთი დაგვიანებოდა სასწრაფოს.ესაა ხალხზე ზრუნვა?მომავალში მეცოდინება მაინც რომ ტყუილად არ გამოვიძახო სასწრაფო დახმარება და სხვა გზას მივმართავ.ტყუილად კი არ არის ნათქვამი"იაფიან ხორცისგან კარგ კერძს ვერ მოამზადებო".რად გვინდა ასეთი უფასო სასწრაფო დახმარება, თუ საჭირო მომენტში ვერ მოვა და სათანადო დახმარებას ვერ გაგიწევთ?პასუხი ამ კითხვაზე მკითხველისთვის მომინდია...



3
38
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
38
  
2015, 29 იანვარი, 23:44
გეთანხმებით, უფასო არაფერი ვარგა, მით უმეტეს სამედიცინო დახმარება. ამიტომ ასეთ დროს ჯობია კერძო სასწრაფო დახმარებით ვისარგებლოთ.
2015, 29 იანვარი, 16:34
ეს უკვე მეტისმეტია.ერთი საათის მერე მაინც მოსულიყვნენ
2015, 29 იანვარი, 16:32
პირველი არ ხარ, რუსუდან, ვისაც ეგ ამბავი შეემთხვა....ძალიან ბევრი ჩივის სასწრაფოს უმოქმედობაზე და დაგვიანებით მოსვლაზე ამ ბოლო დროს.
0 1 3