სხვა ღმერთმა ნუ ქნას ცუდად გახდეთ, თორემ სასწრაფო დახმარებამ შეიძლება"ორმოცზეც"ვერ მოგისწროთ 2015, 29 იანვარი, 16:24 ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა ერთმა შემთხვევამ, რომელიც 2 დღის წინ მოხდა.საერთოდ ვერიდებით ოჯახში სასწრაფო დახმარების გამოძახებას, თუ მართლა ძალიან არ გაგვიჭირდა და აღარ ვიცით რა გზას მივმართოთ.27 იანვარს საღამოს 10 სრულდებოდა, როდესაც ჩემი გოგონა მეგობარმა გოგომ მოაცილა სახში, რადგან შეუძლოდ გამხდარიყო.სახეზე სულ გაფითრებული იყო, ცივ ოფლს ასხამდა და ვეღარც სუნთქავდა.ძალიან შევშფოთდი ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე და პირველი რაც გავაკეთე 112-ში დავრეკე, ტუჩები სულ გალურჯებული ქონდა და გული მისდიოდა. ღმერთმა გვიშველა და დილამდე გამოვაღწიეთ ასეთ, დილით კი მივმართე პოლიკლინიკას და სათანადოთ გამოიკვლიეს და მკურნალობაც დაუნიშნეს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ასეთ უყურადღებობას ცუდი შედეგი მოყოლოდა? არ ვარ პოლიტიკოსი და არცერთი მთავრობის მომხრე, მაგრამ ადრე ასენამდვილად არ ხდებოდა.მაქსიმუმ 20 წუთი დაგვიანებოდა სასწრაფოს.ესაა ხალხზე ზრუნვა?მომავალში მეცოდინება მაინც რომ ტყუილად არ გამოვიძახო სასწრაფო დახმარება და სხვა გზას მივმართავ.ტყუილად კი არ არის ნათქვამი"იაფიან ხორცისგან კარგ კერძს ვერ მოამზადებო".რად გვინდა ასეთი უფასო სასწრაფო დახმარება, თუ საჭირო მომენტში ვერ მოვა და სათანადო დახმარებას ვერ გაგიწევთ?პასუხი ამ კითხვაზე მკითხველისთვის მომინდია... 38 5-ს მოსწონს
|