x
image
worldsport.ge
ბერძნული მედია: ქეცბაიას და მარქარიანის კანდიდატურები გამოიკვეთა

imageსაბერძნეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი რეალური კანდიდატი, ურუგვაელი სერხიო მარქარიანი და ქართველი თემურ ქეცბაია გამოიკვეთა.
ინტერნეპორტალ ethnos.gr-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გკირტზიკისის და გიორგიო კარაგუნისის (რომელსაც კანდიდატების შერჩევა აქვს დავალებული) შეხვედრის შემდეგ, სწორედ ზემოთ ხსენებული მწვრთნელების გვარები გამოიკვეთა.
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია მომავალ კვირაში საგანგები სხდომას გამართავს, რომელზეც ეროვნული გუნდის ახალი თავკაცის ვინაობა გაირკვევა.
ამჟამად, ქეცბაია საბერძნეთის დედაქალაქ ათენშია და კარაგუნისსაც შეხვდა.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0