x
image
natia.a
"აქლემები მოდიან!" - სარეკლამო ხერხი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო
imageდღეს უკვე ყველა ჩვენგანისთვის კარგადაა ნაცნობი ე.წ. ტიზერული რეკლამა. "teaser" ინგლისური სიტყვაა და გამაღიზიანებელს, პროვოკაციულს ნიშნავს.
ხოლო ტიზერული რეკლამა ერთგვარ სარეკლამო ბლოკს წარმოადგენს, რომელშიც რეკლამირებული პროდუქტის ან მომსახურების შესახებ მინიმალური ინფორმაციაა ან კიდეც ინფორმაცია საერთოდ არ არის. მისი მთავარი მიზანია მომხმარებლის ისეთ დონეზე დაინტრიგება, რომ მას რეკლამირებული პროდუქციის ყიდვის სურვილი გაუჩნდეს.


ბევრმა არ იცის, რომ პირველად ეს სარეკლამო ხერხი გამოყენებულ იქნა აშშ-ს ბაზარზე გამოსული სიგარეტებისთვის. თამბაქოს მწარმოებელი კომპანია მალევე მიხვდა, რომ ყუთზე აქლემის გამოსახულება არა მხოლოდ დასამახსოვრებელი იქნებოდა მომხმარებლისთვის, არამედ ასევე მშვენიერი პერსონაჟი იქნებოდა სარეკლამო აქციის ჩასატარებლად.


და აი რა მოხდა: რამდენიმე დღით ადრე, სანამ სიგარეტები გაყიდვაში შევიდოდა, რეკლამის სპეციალისტებმა აშშ-ს 90-მდე ქალაქის გაზეთებში გაუშვეს შემაშფოთებელი განცხადებები. პირველი განცხადება მხოლოდ ერთი სიტყვისგან შედგებოდა: "აქლემი". მას მოჰყვა მეორე განცხადება: "აქლემები მოდიან", შემდეგ კი - "ხვალ ქალაქში აქლემები უფრო მეტი იქნება, ვიდრე აფრიკასა და აზიაში ერთად!".


image
შეშფოთებულ მოქალაქეებს ჯერ ვერ გაეგოთ რა იმალებოდა ამ განცხადებების უკან. რამდენიმე დღეში კი გაჩნდა ბოლო, მეოთხე განცხადება, რომლითაც ყველაფერს ნათელი მოეფინა და ქალაქების გაოცებულმა მაცხოვრებლებმა გაიგეს, რომ: "სიგარეტი, სახელწოდებით "აქლემი" უკვე აქ არის!".



სარეკლამო აქცია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ თითქმის ყველა მწეველმა გასინჯა ახალი სიგარეტი "Camel"-ი.

0
135
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0