x
image
worldsport.ge
სტერლინგი “ლივერპულში” რჩება

image“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი დარწმუნებულია, რომ გუნდის ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
“კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან განვიხილეთ და ეს შეთანხმება გარდაუვალია. ის ჩვენთან ბედნიერია. ახალ შეთანხმებაზე ხელმოწერის შეფერხება რაჰიმის ქმედებებთან კავშირში არაა. მას ჩვენთან დარჩენა უნდა” - განუცხადა ჩრდილოეთ ირლანდიელმა სპეციალისტმა Sky Sports-ს.
სტერლინგი მერსისაიდელთა პირველ გუნდში 2011 წელს გამოჩნდა. 20 წლის ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხუთჯერ კი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ინგლისის ნაკრების წევრს “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0