სხვა როგორი იყო სექსუალური ცხოვრება შუა საუკუნეებში (+16) 2015, 21 იანვარი, 18:18 სულაც არაა გასაკვირი, რომ ეკლესია ყოველთვის კრძალავდა სექსუალური დაინტერესების ღიად დემონსტრირებას, მაგრამ საკვირველია ის ფაქტი, რომ ამავდროულად ინტიმური ცხოვრებით მუდამ დაინტერესებულები იყვნენ მონაზვნები და ბერები. მაინც საიდან შეიძლება ამ დასკვნის გამოტანა? - იქედან, რომ სწორედ მათ დაგვიტოვეს უამრავი აღწერა და დასაბუთება იმისა, თუ როგორი იყო სექსუალური ცხოვრება შუა საუკუნეებში.
კურტუაზული სიყვარული - "უყურე, რამდენიც გინდა, მაგრამ შეხება არ გაბედო" ეკლესია კრძალავდა სექსუალური დაინტერესების ღიად დემონსტრირებას, მაგრამ დაშვებული იყო სიყვარული და საპირისპირო სქესის მიმართ აღატაცების და ყურადღების გამოხატვა. კურტუაზული სიყვარული შეიძლება გავიგოთ, როგორც დამოკიდებულება რაინდსა და მშვენიერ ბანოვანს შორის, ამასთანავე რაინდი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მამაცი, ხოლო მისი აღტაცების ობიექტი მისთვის მიუწვდომელი. დასაშვები იყო, რომ ეს ქალი შეიძლება დაქორწინებული ყოფილიყო სხვა მამაკაცზე და შეენახა მის მიმართ ერთგულება, სამაგიეროდ შეეძლო ეფლირტავა თავისი ოცნების რაინდთან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებებოდა მას. ეს იდეა სუბლიმირებას უკეთებდა ეროტიულ აღგზნებებს, აქცევდა რა მგრძნობიარე ჭაბუკებს მკაცრ და უშიშარ მებრძოლებად და ეს მებრძოლები ომების დროს ხანმოკლე შესვენებებისას თავიანთ ქალბატონებს წერდნენ მხურვალე, სიყვარულით და გრძნობებით აღსავსე წერილებს, ხოლო ბრძოლების დროს ჩადენილ გმირულ საქციელს ისევ თავიანთ გულთამპყრობელებს უძღვნიდნენ. ცოლქმრული ღალატი - "ყველა ღილი ბოლომდე შეიკარით, სერ!" მათთვის, ვინც მკაცრად იცავდა ქრისტიანული მორალის წესებს, სექსი თითქოს საერთოდ არ არსებობდა. სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ და მხოლოდ ქორწინების დროს იყო დასაშვები. ქორწინებამდელი ან ქორწინების გარეშე კავშირები ძალიან მკაცრად ისჯებოდა. მოღალატეებს ხშირად სასიკვდილო განაჩენსაც გამოუტანდნენ ხოლმე, ამასთანავე მოსამართლის და ჯალათის როლში ეკლესია გამოდიოდა. მაგრამ საქმე მხოლოდ ქრისტიანულ კანონებში როდი იყო: ცოლ-ქმრული ერთგულება იყო ერთადერთი საიმედო ხერხი მაღალი წრის მამაკაცისათვის იმაში დასარწმუნებლად, რომ შვილები, განსაკუთრებით კი ოჯახის მემკვიდრე ნამდვილად მისი შვილი იყო. ცნობილია შემთხვევა, როცა საფრანგეთის მეფე ფილიპმა, გამოიჭირა რა მისი ქალიშვილები კარისკაცებთან სასიყვარულო კავშირში, სასტიკად დასაჯა ისინი - ორი მათგანი მონასტერში გააგზავნა, მესამე კი სიკვდილით დასაჯა. რაც შეეხება კარისკაცებს, ვისთან კავშირშიც შემჩნეული იყვნენ ეს გოგონები, ისინი საშინელი წამებით მოკლეს. უნდა აღინიშნოს, რომ სოფლად ასეთი სიმკაცრე არ იყო: სექსუალური აღვირახსნილობა მეფობდა ყველგან. ეკლესია მკაცრად იბრძოდა ამის წინააღმდეგ და ცდილობდა კანონიერი გზით დაეკავშირებინა შეცდენილები. იმ შემთხევაში, თუ ისინი ქორწინებაზე თანხმდებოდნენ, მათ ეკლესია ცოდვებს პატიობდა. სექსუალური პოზები – "არავითარი მრავალფეროვნება" ეკლესია იმასაც კი კარნახობდა ხალხს, თუ როგორ პოზებში უნდა ჰქონოდათ სექსი. ყველა პოზა, მისიონერულის გარდა, აკრძალული იყო და ცოდვად ითვლებოდა. მკაცრი აკრძალვა იყო ანალური და ორალური სექსის, აგრეთვე მასტურბაციის მიმართ -პურიტანების აზრით, კონტაქტის ეს სახეები ბავშვების გაჩენას არ იწვევდა, ამიტომ იცინი სასტიკ ცოდვად ითვლებოდა. იმათ, ვისაც ამ კანონის დარღვევაში შეამჩნევდნენ, მკაცრად სჯიდა ეკლესია. თუმცა აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი თეოლოგები სქესობრივ კონტაქტებს უფრო რბილად აფასებდნენ. მაგალითად, მათ ჩამოაყალიბეს დასაშვები პოზების სია შემდეგი თანმიმდევრობით: მისიონერული, გვერდზე, მჯდომარე, ფეხზე მდგომარე, უკნიდან... სამღვდელოებისათვის მისაღები იყო მხოლოდ პირველი პოზა, დანარჩენები უკვე ამორალურად ითვლებოდა. სავარაუდოდ, ამ სიმკაცრის მიზეზი იყო ის, რომ მაღალი წრის წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად სიმსუქნით იტანჯებოდნენ, ფიზიკურად არ შეეძლოთ პირველის გარდა სხვა პოზით დაკავებულიყვნენ. როგორც ჩანს, ეკლესია პატივს სცემდა ჩინოსნებს და კანონებსაც მათ სასარგებლოდ იღებდა. ჰომოსექსუალიზმი - "მხოლოდ სასიკვდილო განაჩენი" ეკლესიის პოზიცია ჰომოსექსუალიზმის მიმართ ყოველთვის მყარი იყო - "სოდომის ცოდვა" ხასიათდებოდა, როგორც ბუნების და ღმერთის საწინააღმდეგო მოქმედება და ისჯებოდა სიკვდილით. მე-12-13 საუკუნეებში მამათმავლებს წვავდნენ კოცონზე, ახრჩობდნენ სახრჩობელაზე, სჯიდნენ ძელზე გასმით, ხოლო მანამდე მრავალდღიანი სასტიკი წამებით აწამებდნენ, ცდილობდნენ რა ამ გზით მის სხეულში ჩაბუდებული დემონის განდევნას, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ზოგიერთი მაღალი წრის მამაკაცი სულაც არ ამბობდა უარს ასეთ გართობაზე: მაგალითად, არსებობს თქმულება, რომ ინგლისის უშიშარ მეფეს, რიჩარდ I-ს, რომელსაც "ლომგული" შეარქვეს ვაჟკაცობის გამო, იმ მომენტში, როცა ცოლის თხოვა გადაწყვიტა, ინტიმური კავშირი ჰქონდა თავის ძმასთან. ასევე ცნობილია, რომ საფრანგეთში ვიზიტის დროს ის ერთი თეფშიდან ჭამდა საფრანგეთის მეფე ფილიპე II-სთან ერთად, იწვა მის საწოლ ოთახში და მხურვალედ იყო მასზე შეყვარებული. მოდა - "ეს გულფია თუ ძალიან გაგეხარდა ჩემი დანახვა?" შუა საუკუნეებში მამაკაცების ერთ-ერთ ყველაზე მოდურ აქსესუარად ითვლებოდა გულფი - პატარა ტომსიკა, რომელიც მამაკაცის შარვლის წინა მხარეს მაგრდებოდა და მის მამაკაცურობას უსვამდა ხაზს, აკეთებდა რა აქცენტს სასქესო ორგანოზე. გულფი, როგორც წესი, ავსებული იყო ნახერხით და შარვალზე მაგრდებოდა ღილით ან თასმით. მოდურ ფეხსაცმელად ითვლებოდა ჩექმები წვეტიანი და ძალიან გრძელი ცხვირით, რომელიც სავარაუდოდ, მამაკაცური ღირსების შთამბეჭდავ ზომებზე აკეთებდა აქცენტს. ტანსაცმლის ეს შემადგენელი ნაწილები საკმაოდ ხშირად გვხვდება იმდროინდელი ჰოლანდიელი მხატვრების ტილოებზე. რა თქმა უნდა, ეკლესია არ ცნობდა ამ "ეშმაკისეულ" მოდას და მთელი ძალით ცდილობდა ხელი შეეშალა მისი გავრცელებისათვის, მაგრამ მეფეებზე და მის კარისკაცებზე ეს აკრძალვები არ ვრცელდებოდა. ქალწულობა და უბიწოება - "მთავარია მონანიება" შუა საუკუნეებში ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ქალწულობას, ავლებდნენ რა პარალელს ჩვეულებრივი ქალის უბიწოებასა და ღვთისმშობელს შორის. გოგონა უნდა გაფრთხილებოდა პატიოსნებას, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან სიმდიდრეს, მაგრამ პრაქტიკულად ეს საკმაოდ რთული განსახორციელებული იყო: იმდროინდელი მორალი არცთუ ისე მაღალი იყო, ხოლო მამაკაცები კი ძალიან უხეშები და მოძალადეები, განსაკუთრებით საზოგადოების დაბალ ფენებში. ეკლესია გაგებით ეკიდებოდა იმ ფაქტს, რომ ასეთ საზოგადოებაში ქალისათვის ძნელი იყო უბიწოების შენარჩუნება, ამიტომ მათ მონანიების საშუალებას აძლევდნენ. ხანდახან სამღვდელოება უკანონოდ გაჩენილ შვილსაც კი პატიობდა შეცდენილ ქალებს, მაგრამ სამაგიეროდ ითხოვდა ასეთ ქალებს სიცოცხლის დარჩენილი წლები ღმერთის სამსახურში გაეტარებინათ - მათ მონაზვნებად კვეცავდნენ და იძულებული იყვნენ დარჩენილი ცხოვრება მონასტრებში გაეტარებინათ. სხვათაშორის, ბევრი თვლის, რომ სწორედ ამ საუკუნეებში ქალების უმრავლესობა ეგრეთწოდებულ "ერთგულების ქამარს" ატარებდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს საშინელი მოწყობილობა მხოლოდ და მხოლოდ მე-18 საუკუნეში გამოიგონეს. პროსტიტუცია -"აყვავების ხანა" შუა საუკუნეები სწორედაც რომ პროსტიტუციის აყვავების ხანად ითვლება. დიდ ქალაქებში მეძავები მამაკაცებს სთავაზობდნენ თავიანთ სამსახურს, ამჯობინებდნენ რა ანონიმად დარჩენას. შეიძლება ვთქვათ, რომ იმ დროს ეკლესია ფარულად აფარებდა ხელს პროსტიტუციას, ყოველ შემთხვევაში, არანაირად არ ცდილობდა მის შეჩერებას. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, სწორედ სასაქონლო-ფულადი დამოკიდებულება სექსუალური კავშირის დროს ითვლებოდა ცოლ-ქმრული ერთგულების შენარჩუნების ერთადერთ გზად, ასევე ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ხერხად. წმინდა თომა აქვინიელი წერდა: "თუ ჩვენ ქალებს ავუკრძალავთ სხეულით ვაჭრობას, ვნება წალეკავს ჩვენს ქალაქებს და დაანგრევს საზოგადოებას". შედარებით პრივილეგირებული მეძავები მუშაობდნენ საროსკიპოებში, ხოლო დაბალი დონის მეძავები თავიანთ სამსახურს უშუალოდ ქუჩაში სთავაზობდნენ კლიენტებს (შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ სიტუაცია სრულებითაც არ შეცვლილა შუა საუკუნეების შემდეგ). იყო შემთხვევები, როცა მთელ სოფელში მხოლოდ ერთი მეძავი იყო და მისი სახელი ყველამ იცოდა, მაგრამ ამასთანავე ფაქტია, რომ მეძავებს ზიზღით ეპყრობოდნენ, ნებადართული იყო მათი ცემა, დასახიჩრება და ციხეში ჩასმა გარყვნილებისა და თაღლითობის ბრალდებით კონტრაცეფცია -"გააკეთე, რაც გსურს!" ეკლესია არასოდეს არ ცნობდა კონტრაცეფციას, რადგან ის ეწინააღმდეგება ბავშვების გაჩენას, მაგრამ იმის გამო, რომ განუხრელი ბრძოლა მიმდინარეობდა არაბუნებრივი სექსისა და ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ, ამიტომ თავისთავად წამოიჭრა საკითხი თავდაცვის საშუალებების შექმნის შესახებ. კონტრაცეფცია გაცილებით უწყინარ ცოდვად ითვლებოდა, ვიდრე სხვა სერიოზული შეცოდებანი. პირველ პრეზერვატივებს აკეთებდნენ შინაური ცხოველების, უფრო ხშირად ცხვრის ნაწლავებისა და შარდის ან ნაღვლის ბუშტისაგან. ისინი მრავალჯერადად გამოიყენებოდა. სავარაუდოდ, მათ ფუნქციაში შედიოდა არამარტო არასასურველი ორსულობისაგან თავის დაცვა, არამედ ვენერიული დაავადებების, განსაკუთრებით კი ევროპაში ფართოდ გავრცელებული სიფილისის პროფილაქტიკა. ქალები ორსულობისაგან თავის დასაცავად იყენებდნენ სხვადასხვა ბალახეულ ნახარშებს და ნაყენებს, ათავსებდნენ რა საშოში ამ ნაყენებში დასველებულ ტამპონებს, რაც მეტნაკლებად იცავდა მათ. სექსუალური დისფუნქცია - "ავადმყოფო, გაიხადეთ ტრუსი" თუ მამაკაცი რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებდა ქალთან კავშირის დამყარებას, მას ეკლესია გზავნიდა "კერძო დეტექტივებთან" - გამოცდილ სოფლელ ექიმბაშ ქალებთან, რომლებიც გულმოდგინედ ათვალიერებდნენ ავადმყოფის "ღირსებას და ცდილობდნენ მისი სქესობრივი უძლურების მიზეზი გამოეცნოთ. თუ პენისი დეფორმირებული იყო ან შეუიარაღებელი თვალით ხილული სხვა პათოლოგიები ჰქონდა, მაშინ ეკლესია ასეთ მამაკაცს ცოლთან გაყრიდა ხოლმე, რადგან კაცს არ შეეძლო შთამომავლობის მოცემა. შუა საუკუნეების ბევრი მკურნალი იყო ისლამური მედიცინის თაყვანისმცემელი: მუსულმანმა ექიმებმა და ფარმაცევტებმა პირველებმა გაამახვილეს ყურადღება ისეთ პრობლემაზე, როგორიც იყო ერექციული დისფუნქცია. მათ ასევე პირველებმა შეიმუშავეს წამლები, სამკურნალო თერაპია და დიეტაც კი ასეთი პაციენტებისათვის. 1408 15-ს მოსწონს
|