x
image
worldsport.ge
მოურინიო: “ჯერარდის იჯარა შესაძლებელია”

imageლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაზე “ლივერპულთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ “მერსისაიდელთა” ლეგენდის სტივენ ჯერარდის მიმართ საქებარი სიტყვები კვლავ არ დაიშურა და საინტერესო კომენტარიც გააკეთა.
“ვწუხვარ, რადგან ჯერარდი მიდის. მსგავსი ფეხბურთელების ხილვას პრემიერლიგაში ყოველთვის ვისურვებდი. ვფიქრობ მას კიდევ შესწევს ძალა პრემიერლიგაში სათამაშოდ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემი ოპონენტია.” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა და კითხვაზე შეუძლია თუ არა მას ჯერარდის ინგლისში დატოვება, მოურინიომ იხუმრა: “სტივენის იჯარა შესაძლებელია.”
ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჯერარდის მიმართ სიმპატია. რამდენიმე დღის წინ პორტუგალიელმა ძველი სურვილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ინგლისელის “ჩელსიში” ხილვა ადრე სურდა, თუმცა სტივენი “ლივერპულის” ერთგული დარჩა.
“წითლების” კაპიტანმა ახლახან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდის დატოვების შემდეგ “ლივერპულის” წინააღმდეგ არ ითამაშებს. ასე რომ, ინგლისელის ნისლიან ალბიონზე დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0