x
image
worldsport.ge
რომარიომ ცოლთან შერიგება გადაწყვიტა

imageბრაზილიელი ვეტერანი ფეხბურთელი, ლეგენდარული რომარიო, როგორც იცით, პოლიტიკაში სერიოზულადაა გადაშვებული და უკვე იმდენს მაიღწია, რომ ბრაზილიის პარლამენტში სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, რაც უკევ სერიოზული წარმატებაა.
როგორც ჩანს, რომარიოს უფრო დიდი პოლიტიკური კარიერის გაკეთება აქვს განზრახული და ამ გზაზე მისთვის ხელისშემშლელი პირობა ის იყო, რომ აგერ უკვე 5 წელია უცოლო კაცის იმიჯით სარგებლობს და ეს სახელი პოლიტიკოსისათვის დაგვეთანხმებით არცთუ კარგია.
რთული სათქმელია ამის გამო, თუ სხვა რამ მიზეზით, ცოტა ხნის წინ რომარიომ საჯაროდ განაცხადა, რომ მზადაა თავის ყოფილ ცოლსა და ქალიშვილის დედას, ასაბელა ახონიტოს შეურიგდეს და უკან მოიტოვოს მისი ხუნტრუცობის წლები. დადგება თუ არა რომარიოსგან მეოჯახე მამა – ამას სულ მალე ვნახავთ...

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0