x
image
worldsport.ge
კოტდივუარი და ტურე აფრიკის თასზე გამოირჩნენ

imageდღეს აფრიკის ეროვნებათა თასის 2015 წლის გათამაშება სტარტს ეკვატორულ გვინეაში აიღებს. ტურნირის ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები კოტდივუარია. სპილოს ძვლის სანაპიროს წარმომადგენლის სატრანსფერო ღირებულება 147.15 მილიონი ევროა, მაშინ როცა ყველაზე დაბალი სატრანსფერო ფასი ეკვატორულ გვინეას (4.85 მილიონი ევრო) აქვს.
“მანჩესტერ სიტის” და კოტდივუარის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი იაია ტურე აფრიკის რიგით 30-ე თასის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. პრემიერლიგაში მობურთალის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.
“შავი კონტინენტის” თასის გათამაშება დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე ეკვატორული გვინეის და კონგოს მატჩით დაიწყება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0