ესპანური “მარკას” ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” სპორტული დირექტორის აწ უკვე ყოფილმა თანაშემწემ კარლეს პუიოლმა გამოცდები ჩააბარა და ოფიციალურად საფეხბურთო აგენტი გახდა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების და “ბლაუგრანას” ყოფილი მცველი “ბაიერნის”, “მილანის” და “იუვენტუსის” ვარჯიშებზე იმყოფებოდა. ესპანელს უკვე შეუძლია ფეხბურთელების ოფიციალური წარმომადგენელი გახდეს.
მას შემდეგ, რაც კატალონიელებმა ანდონი სუბისარეტა სპორტული დირექტორის თანანმდებობიდან გაანთავისუფლეს, პუიოლმა კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა და საფეხბურთო სამყაროს ახალი როლით წარუდგა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge