x
image
worldsport.ge
ბლატერს ფიფას პრეზიდენტობას ჟინოლა შეეცილება

imageსაფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დავიდ ჟინოლა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
1998 წლიდან დღემდე ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერია და თუ 47 წლის ფრანგს სურს, რომ მას რეალურად გაუწიოს კონკურენცია, საკუთარი კანდიდატურა 29 იანვრამდე ოფიციალურად უნდა დაარეგისტრიროს.
მანამდე, “ნიუკასლისა” და “ტოტენჰემის” ფეხბურთელმა მინიმუმ ხუთი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერა უნდა მიიღოს და დაამტკიცოს, რომ უკანასკნელი ხუთი წლიდან, მინიმუმ 2 წელიწადი ფეხბურთთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწეოდა.
ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს ბლატერმა, ალი ბინ ალ ჰუსეინმა და ჟერომ შამპანიმ.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0