x
image
worldsport.ge
მიულერი “ბაიერნიდან” წასვლას არ აპირებს

imageმიუნხენის “ბაიერნის” შემტევ ნახევარმცველ თომას მიულერს სასაცილოდაც არ ყოფნის პრესაში გაჟღერებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას აპირებს.
“ვფიქრობ, მსგავს ჭორებს სარგებელი მხოლოდ გაზეთებისთვის მოაქვს. გასულ ზაფხულს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გავახანგრძლივე. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ასეთ სიტუაციაში ვინმე ჩემს შეძენას ეცდება და არც ის მგონია ვინმეს რამე გამოუვიდეს” - განუცხადა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა Sky Sports-ს.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში, მიულერმა 7 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0