x
image
worldsport.ge
ბრენდან როჯერსი: “ბალოტელი “ლივერპულში” რჩება”

image“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი იანვრის სატრანსფერო პერიოდში გუნდს არ გამოიცვლის.
ბოლო დროს პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა იტალიის ეროვნული ნაკრების 24 წლის თავდამსხმელის გარჯით უკმაყოფილო იყო და მისი გასხვისებით ეცდებოდა იმ თანხის შოვნას, რომლითაც სხვა შემტევს შეიძენდა.
“მარიო კარგი ბიჭია. “ენფილდზე” გადმოსვლის შემდეგ, ის ვერ გამოირჩევა იმ შედეგიანობით, რომელსაც მისგან ველოდით, მაგრამ ჩვენ მისდამი რწმენა არ დაგვიკარგავს. ბალოტელის დრო სჭირდება გუნდთან შესაგუებლად. დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში იტალიელი არსად წავა” - განუცხადა ჩრდილოეთირლანდიელმა სპეციალისტმა Sky Sports.
ბალოტელი “ლივერპულში” მიმდინარე სეზონის წინ “მილანიდან” გადავიდა, ინგლისის პრემიერლიგაში 12 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლის გატანა ვერცერთ შეხვედრაში მოახერხა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0