x
image
natia.a
„ნიჭიერის“ გამარჯვებული სააკაშვილის აგენტად გამოაცხადეს“

imageფეისბუქზე პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებულის, თემო არაბიძისა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი ფოტო ვრცელდება. ზოგიერთი ინტერნეტ-მომხმარებელი იმასაც კი წერს, რომ თემომ პროექტში ყოფილ პრეზიდენტთან სიახლოვის წყალობით გაიმარჯვა.


ყოფილი პარლამენტარი, ვახტანგ რჩეულიშვილი „ნიჭიერის“ გამარჯვებულის ამ ფოტოს საკუთარ გვერდზე ეხმაურება:


„ნიჭიერის“ გამარჯვებული და მაიას „რჩეული“ სააკაშვილის აგენტად გამოაცხადეს. არჩევნების წინ მტრის სახის შექმნა მთელს მსოფლიოში ყველაზე მიღებული პოლიტიკური მეთოდია. სააკაშვილმა შევარდნაძისაგან შექმნა, ივანიშვილმა-სააკაშვილისაგან და ახლა კი ივანიშვილის ჯერი დგება. მაგრამ მტრის სახე ყოველთვის ცალმხრივია და არასოდეს ასახავს სრულად რეალურ ადამიანს. რაც უნდა ძულდეთ ზოგიერთს შევარდნაძე და სააკაშვილი, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი და აღიარებული პოლიტიკოსები არიან. მსოფლიოში აღიარებულები!


მათი მმართველობის ბოლო წლებში ორივე არ უყვარდა ხალხს-ეს უდავოა. მაგრამ რა, ივანიშვილზე გიჟდებიან დღეს? ემოციები არჩვნებისათვის შემოვინახოთ, მანამდე კი პოლიტიკოსებმა ლანძღონ ერთმანეთი - ეს ჩვეული ამბავია, ჩვენ კი ერთმანეთს ამოუდგეთ გვერდში!


თქვენ იცით, რომ მაია დღედაღამ „ცენტრ-პოინტის“ ვალების ამოღებასა და გასტუმრებაზე ფიქრობს, მაგრამ როგორც ყოველთვის, ქველმოქმედებისაგანაც ვერ იკავებს თავს. უნდოდა ამ ინვალიდი ბიჭისათვის და ყრუ-მუნჯი კონკურსანტებისათვის საგანგებო პრიზების გადაცემა. ჯერ კიდევ მანამ „ნიჭიერის“ შედეგები შეჯამდებოდა. დარეკა კიდეც „რუსთავი 2“-ში. თავიდან დიდი სიხარულით დათანხმდნენ, მერე კი უარი თქვეს „ნიჭიერის“ სპონსორ დეველოპერულ კომპანიასთან დადებული კონტრაქტის გამო, რომლითაც სხვა დეველოპერისაგან პრიზი არ უნდა გაცემულიყო. ასეთია ცხოვრების წესი - ყველაზე კარგ სურვილსაც, ყველა კეთილ საქმესაც უამრავი დაბრკოლება ხვდება და ზარალდებიან უდანაშაულო ადამიანი - თუნდაც ეს საოცარი წყვილი კოკა და ნინო. მაგრამ სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს!“, - წერს რჩეულიშვილი.

2
452
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
452
  
2015, 16 იანვარი, 22:39
ოო თვენც მაგრები ხართ რა ერთმა ვიღაცამ რაღაც დაწერა და აყევით რამეფრად :)
2015, 16 იანვარი, 21:58
ფუ ამათი დედა ვატირე მე, რას ერჩიან თემოს? ან სააკაშვილის? რით მოიფხანონ გულები ამ სურიანმა ხალხმა არ იციან, უბრალოდ ასეთები არიან ეს ქართველები და ზოგადად პოლიტიკოსები სუფთა ნაგვები არიან და სანაგვე აქვთ კიდეც პარლამენტში, უბრალოდ მცხვენია... :(
0 1 2