x
image
worldsport.ge
სერია A-ს ახალგაზრდული გუნდის სიმბოლური

imageიტალიურმა გამოცემა “გაძეტა დელო სპორტმა” იტალიის სერია A-ს პირველი წრის მონაცემების მიხედვით 23 წლამდე ფეხბურთელთა შორის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი შეადგინა. 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე ისეთია, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” საკუთრებაში იმყოფება. გუნდში საერთოდ ვერ მოხვდნენ მილანური გრანდების, “ინტერისა” და “მილანის” ფეხბურთელები. 11 ფეხბურთელიდან შვიდი უცხოელია, ხოლო ოთხი იტალიელი.
სრული გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: მატია პერინი (“ჯენოა”, იტალია) – საშუალო შეფასება 6.62
მცველები: ალესანდრო რომანიოლი (“სამპდორია”, იტალია) – 6.15
კოსტას მანოლასი (“რომა”, საბერძნეთი) – 6.23
დანიელე რუგანი (“ემპოლი”, იტალია) – 6.19
ნახევარმცველები: რობერტო პერეირა (“იუვენტუსი”, არგენტინა) – 6.27
პედრო ობიანგი (“სამპდორია”, ესპანეთი) – 6.21
პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, საფრანგეთი) – 6.5
ფელიპე ადერსონი (“ლაციო”, ბრაზილია) – 6.43
თავდამსხმელები: პაულო დიბალა (“პალერმო”, არგენტინა) – 6.56
ალვარო მორატა (“იუვენტუსი”, ესპანეთი) – 6.33
მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”, იტალია) – 6.38
გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
47
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0