x
image
worldsport.ge
ისკო: ბეილმა რონალდუ ვერ დაინახა

image“რეალის” ნახევარმცველმა ისკომ “ესპანიოლთან” 3:0 მოგების შემდეგ აღნიშნა, რომ ამ მოგებამ გუნდს თავდაჯერებულობა უნდა შემატოს. მან ასევე უარყო უთანხმოება კრიშტიანუ რონალდუსა და გარეთ ბეილს შორის. ერთ-ერთ ეპიზოდში უელსელს შეეძლო რონალდუსთვის მიწოდება, მაგრამ ბეილმა თვითონ დაარტყა და ააცილა.
“დღეს ყველაფერი კარგად იყო, ჩვენ გამარჯვებით ბედნიერები ვართ. დღევანდელმა მატჩმა მეტი თავდაჯერებულობა შეგვმატა, რაც მნიშვნელოვანი იყო “ატლეტიკოსთან” თასზე წაგების შემდეგ. ბეილისა და რონალდუს ეპიზოდი? უელსელს რონალდუ არ დაუნახავს, თითოეული მოთამაშე თვითონ აგებს თავის გადაწყვეტილებაზე პასუხს. ამჯერად ბეილმა დაარტყა და ააცილა.”- ისკოს სიტყვებს Football Espana ციტირებს.

ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0