x
image
natia.a
რა მოსდის ევროპულ რეკლამას მუსულმანურ ქვეყნებში: შოკისმომგვრელი ცვლილებები!
მუსულმანურ სამყაროში რეკლამის შესახებ ბევრი აკრძალვა არსებობს, რაც ისლამური კულტურისა და ცივილიზაციის თავისებურებებით არის გამოწვეული. არაბულ ქვეყნებში ნებისმიერი რეკლამა თუ ლოგოტიპი მკაცრად უნდა იყოს ადაპტირებული ადგილობრივი კულტურული ფასეულობებისა და არაბული ენისადმი.

ამისთვის აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ რომელ ცხოველსა თუ საგანს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს და როგორ ხდება მოსახლეობის მიერ მათი ინტერპრეტირება. მაგალითად, ძაღლი "ბინძურ ცხოველად" ითვლება და რეკლამაში მას ძნელად თუ ნახავთ, თევზი ქრისტიანობის სიმბოლოა, ყვავი - სიკვდილის, ქამელეონი - მლიქვნელობის.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული სიტყვები: "შექმნა", "უდიდესი", რადგან ისინი ღმერთთან ასოცირდება.

რეკლამაში სასტიკად არის აკრძალული ნარკოტიკის, ალკოჰოლის ან თუნდაც შამპანურის ცარიელი ჭიქის წარმოდგენა. ასევე მკაცრად იკრძალება ჰომოსექსუალობისა თუ ნებისმიერი სახის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნიშნების გამოვლენა.

სასტიკად იკრძალება შიშველი სხეულის წარმოდგენა. სურათზე შიშველი მხოლოდ სახე, ხელები და ტერფები შეიძლება იყოს.

აი, მაგალითად, ასე გამოიყურება ბრიტანული ტანსაცმლის ბრენდის, Kushbu-ს მუსულმანური სამყაროსთვის განკუთვნილი სარეკლამო პოსტერი, სლოგანით: ახალგაზრდული, ქალური, მოკრძალებული, მოდური.

image

სააგენტომ Ogilvy Jeddah (საუდის არაბეთი) წარმოადგინა ქალის თეთრეულის, Change Lingerie, ბეჭდური სარეკლამო კამპანია, სლოგანით, ყველაფერი, თეთრეულის გარდა, რომლის პოსტერები შემდეგნაირად გამოიყურება:


imageimageimage
ცენზურის ქვეშ ექცევა დასავლური ჟურნალები და ბევრ მათგანს უტარდება კომპიუტერული თუ მექანიკური "დამუშავება":


image
imageimageimage

მუშავდება ფილმებისა და მულტფილმების პოსტერები, რათა მათში სიშიშვლე "არ გაიპაროს":

imageimageimageimageimageწმინდა რამადანის დროს სარეკლამო ვიდეორგოლებში საჭმლის ჩვენება საერთოდ აკრძალულია ან მხოლოდ შეფუთულს აჩვენებენ. ნახეთ, მაგალითად მაკდონალდსის სარეკლამო რგოლი რამადანის დროს:




unsilk -ის მალაიზიური სარეკლამო რგოლი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება შამპუნის რეკლამირება ქვეყნებში, სადაც ქალს თმის გამოჩენა ეკრძალება:




საინტერესოა ასევე სარეკლამო სააგენტო RMG Connect-ის (საუდის არაბეთი) მიერ შექმნილი ვიაგრას სარეკლამო რგოლი.



არაბულ ქვეყნებში შესვლისას ცნობილი ბრენდები კიდევ ერთ დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან: მათ მოეთხოვებათ საკუთარი ბრენდის სახელწოდება და სლოგანი არაბულად დაწერონ. ამ პირობებში საყოველთაოდ აღიარებული საფირმო ნიშნის შენარჩუნება საკმაოდ რთული ხდება და ამის მისაღწევად მხოლოდ საფირმო ფერების გამოყენებაღა რჩება.


image
თუმცა არის ერთი პლიუსი: არაბული კანონმდებლობის მიხედვით, რეკლამაზე თუ პროდუქტზე სახელწოდება პირველად უნდა ეწეროს არაბულად, შემდეგ კი ინგლისურად (თუ სხვა ენაზე). რამდენადაც არაბები მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ, ევროპელებისთვის ეს ხელსაყრელია, რადგან მარცხნიდან მარჯვნივ პირველად სწორედ ინგლისური დასახელება იკითხება.

ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილი ბრენდის არაბულ ლოგოტიპებს.

FedEx-ი, რომელმაც, შეძლო და ცნობილი ისარიც კი შეინარჩუნა არაბულ დამწერობაში, რისთვისაც მომრგვალებული არაბული ასოების ოდნავი ფორმის შეცვლა დასჭირდა.





imageimage









Calvin Klein

imageimage










Lacoste

imageimage










Rolex

imageimage










Yves Saint Laurent
imageimage










Banana Republic

imageimage










Benetton

imageimage


















Bvlgari
image


Baskin Robbins

image


McDonald’s

image

Gucci
imageimage










Tommy Hilfiger

imageimage










Kenneth Cole

imageimage











Louis Vuitton
imageimage

4
1128
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1128
  
2015, 14 იანვარი, 19:10
ყოჩაღ მათ.
სტატია საინტერესო იყო, სათაურია მგონი ხმაურიანი. :)
2015, 11 იანვარი, 21:11
გაიხარე, მანჩო:)
2015, 11 იანვარი, 17:35
ძალიან საინტერესო იყო:)
2015, 11 იანვარი, 17:26
ნაციონალურობა უპირველეს ყოვლისა.....აი ვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი
0 1 4