x
image
worldsport.ge
ესიენი “მილანთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

image“მილანის” განელი ფეხბურთელის მაიკლ ესიენის აგენტის განცხადებით, ნახევარმცველი “როსონერთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. აფრიკელ ფეხბურთელს იტალიურ გრანდთან ხელშეკრულება 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს.
“არ ვიცი რა მოხდება სეზონის ბოლოს, მაგრამ ფაქტი ისაა, ესიენი “მილანთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. მაიკლი კლუბში თავს კარგად გრძნობს. მას შანსი აქვს “მილანში” დარჩეს, მაგრამ ეს არ მოხდება.” – განაცხადა ფაბრიციო ფერარიმ.
ესიენი “მილანში” 2014 წლის იანვრიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ფილიპო ინძაგიმ განელი იტალიის ჩემპიონატის მხოლოდ 9 შეხვედრაში გამოიყენა, თუმცა ფეხბურთელმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. 2014/15 წლების სეზონის ბოლოს ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდება და მსურველი კლუბი მას ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდებს.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0