x
image
worldsport.ge
200 მილიონი გირვანქა მესის ტრანსფერში

imageროგორც “დეილი სტარი” იუწყება, ლონდონის “ჩელსი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელ ლიონელ მესის შეძენისთვის 200 მილიონი გირვანქის გადახდას აპირებს. აღნიშნული წყაროს ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი ტრანსფერის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ლონდონური კლუბი ფეხბურთელთან ექვსწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
მესის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ლუის ენრიკემ გააკეთა კომენტარი.
“სატრანსფერო პროცესი გუნდის ნაწილია, როცა ფეხბურთელთა ნაწილი მიდის, ნაწილი მოდის. რაც შეეხება ფეხბურთელებთან ურთიერთობას, სეზონის დასაწყისში კარგი ურთიერთობა მოთამაშეთა უმრავლესობასთან მქონდა, რაც დღემდე არ შეცვლილა”, - განაცხადა ლუის ენრიკემ.
რამდენიმე კვირის წინ მესის ტრანსფერის შესახებ ჟოზე მაურინიომ ისაუბრა. პორტუგალიელმა არარეალური უწოდა მესის “ჩელსიში” გადასვლას.



დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0