შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრები საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ. დეპუტატებმა მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს.
დეპუტატებს შორის იმყოფებოდა ეკა ბესელიაც, რომლის ჩაცმულობას ინტერნეტმომხმარებლების კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. განსაკუთრებული კრიტიკა მისმა ჩექმამ გამოიწვია.
ეკა ბესელიას ჩაცმულობით იმდენად "აღფრთოვანდა" დეპუტატი გოგა ხაჩიძე, რომ ოპონენტ კოლეგას ფეისბუქის გვერდზე ლექსიც კი მიუძღვნა.
"თუმცა თოვლი არ მოვიდა,
ვერც მთავრობამ შექმნა,
მაგრამ მაინც გადაგვპენტა
ბესელიას ჩექმამ", - წერს ხაჩიძე.
კიდევ ერთ ინტერნეტმომხმარებელს, ხათუნა ხაბულიანს კი ასეთი იდეა გაუჩნდა:
"ამას (ეკა ბესელიას ჩექმას) გავიტანდი ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონში სათაურით
"უსიტყვო კაპიტულაცია"
იქნებ იფიქროთ, ვინც აპირებთ კონკურსში მონაწილეობას. მე პირადად არ ვაპირებ სრულიად გააზრებულად
პ.ს.იმასაც დავამატებ, რომ არცერთი ქართული პარტიის მხარდამჭერი არ ვარ".