x
image
worldsport.ge
მჭედლიძის გუნდი “ვერონას” დაუზავდა

imageიტალიის სერია A-ს მე-17 ტურში, “ემპოლიმ”, სადაც ლევან მჭედლიძე გამოდის, საკუთარ მოედანზე “ვერონას” ვერ მოუგო – 0:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი თადარიგში იყო და თამაშში 79-ე წუთზე მასიმო მაკარონეს მაგივრად ჩაერთო. “ემპოლის” 18 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 პოზიციაზეა.
რაც შეეხება “ემპოლის” კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, ირაკლი შეყილაძეს, 22 წლის ფორვარდი კლუბმა “პიზაში” გაანათხოვრა, რომელიც იტალიის ლეგა პრო B-ში (მე-3 ლიგა) ასპარეზობს.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0