x
image
worldsport.ge
პრინცი ალი ბლატერის წინააღმდეგ

imageიორდანიის პრინცი, იორდანიის ფეხბურთის ასოციაციის და დასავლეთ აზიის ფეხბურთის ფედერაციის მმართველი და ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ალი ბინ ალ-ჰუსეინი შეეცდება მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს მეთაურის იოზეფ ბლატერის ჰეგემონია დაამხოს.
39 წლის ალი ბინმა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე დაადასტურა. აღნიშნული არჩევნები ფიფას 65 კონგრესზე ციურიხში 29 მაისს გაიმართება.
“რთული გადაწყვეტილება იყო. ჩემ კოლეგებთან ბევრი დისკუსია გავმართე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბევრი რამე მოვისმინე და დროა ყველაფერი შეიცვალოს. მსოფლიოს მთავარი სპორტული სახეობა მსოფლიო კლასის მმართველ ორგანოს იმსახურებს”, - განაცხადა ალი ბინმა.
იოზეფ ბლატერი ფიფას პრეზიდენტი 1998 წლიდანაა და 2015 წელს შეეცდება მსოფლიო ფეხბურთის მმართველობის უფლება მეხუთედ მოიპოვოს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0