ფეხბურთი
კაცურანისი სამშობლოს დაუბრუნდა
2014, 27 დეკემბერი, 19:02
ინდოეთის სუპერლიგის კლუბის “პუნეს სიტის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი კოსტას კაცურანისი კარიერას ბერძნულ “ატრომიტოსში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ბერძნული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
კაცურანისმა ახალ გუნდთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. იმ შემთხვევაში თუ კლუბი ვეტერანის თამაშით კმაყოფილი იქნება, კაცურანისი დამატებით ერთწლიან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. “ატრომიტოსში” ბერძენი 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ახლადშექმნილ ინდოეთის სუპერლიგაში კაცურანისმა სულ 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge