x
image
worldsport.ge
ლამპარდი “სიტიში” დარჩება

image“ნიუ იორკ სიტიდან” “მანჩესტერ სიტიში” განათხოვრებულ ფრენკ ლამპარდს იჯარის ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, ინგლისელი იჯარის გაგრძელებას დათანხმდა და მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს ნახევარმცველი კვლავ “ქალაქელთა” რიგებში ჩაატარებს.
36 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება მანჩესტერული გრანდის თავკაც მანუელ პელეგრინისაც სურდა და როგორც ჩანს ამერიკულ კლუბთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.
მიმდინარე სეზონში ლამპარდმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მოედანზე ფრენკი საშუალოდ 36 წუთს ატარებს და ამის გათვალისწინებით იგი მაინც შედეგიანად ასპარეზობს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
49
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0