ფეხბურთი
ოფიაციალურად: ადრიანო “ლე ავრში” ითამაშებს
2014, 26 დეკემბერი, 11:15
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ადრიანო კარიერას საფრანგეთის მეორე დივიზიონის ბინადარ კლუბ “ლე ავრში” გააგრძელებს.
აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა საკუთარი “თვითერის” ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა: “ვულოცავ შობას ჩემ ახალ გულშემატკივრებს. ახალი გამოწვევის მიღებით ბედნიერი ვარ.”
ადრიანომ კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი მილანის “ინტერში გაატარა. ბრაზილიელი თავდამსხმელი “ნერაძურის” რიგებში იტალიის ჩემპიონი ზედიზედ ოთხჯერ 2005/06, 2006/07, 2007/08, 2008/09 წლების სეზონში გახდა. ადრიანოს ბოლო კლუბი ბრაზილური “ატლეტიკო პარანაენსე” გახლდათ. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელს 48 შეხვედრა ჩაუტარებია და მეტოქე 27-ჯერ დაუმწუხრებია.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge