შოუბიზნესი თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს ღირსების შელახვისათვის სასამართლოში უჩივლებს 2014, 25 დეკემბერი, 13:38 რუსეთისა და საქართველოს სახალხო არტისტი და მომღერალი თამარ გვერდწითელი ღირსების შელახვის გამო საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელ დავით ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივლებს. როგორც იცით, მას შემდეგ რაც თამარ გვერდწითელმა და სოსო პავლიაშვილმა, დუეტში შეასრულეს სიმღერა "ჩემი რუსეთი", დავით ოქიტაშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ ამ სიმღერით ფეხქვეშ გათელეს ქართველ ჯარისკაცთა საფლავები და ასევე განაცხადა, რომ ისინი ვერასოდეს ვეღარ გაბედავდნენ საქართველოში კონცერტის ჩატარაებას. ამ განცხადებით თამარ გვერდწითელმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო: "მე აღშფოთებული და ღრმად შეურაცხყოფილი ვარ ბატონი დავით ოქიტაშვილის ამ განცხადების გამო. არ ვაპირებ თავი ვიმართლო იმის გამო, რომ რუსეთში ვმოღვაწეობ და ჩემს რეპერტუარში არის სიმღერა რუსეთზე, რომელსაც მე ვასრულებ დუეტში სოსო პავლიაშვილთან ერთად, და რომელიც ჩაწერილი იქნა 2005 წელს და არა ახლა, როგორც ეს ბატონმა ოქიტაშვილმა განაცხადა. მე უახლოეს დღეებში ჩამოვდივარ საქართველოში და აუცილებლად ვუჩივლებ სასამართლოში ოქიტაშვილს ჩემი ღირსების შელახვისათვის!" საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, თამარ გვერდწითელის განცხადებას გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს 2005 წელს თუ მას შედეგ იმღერა ეს სიმღერა გვერდწითელმა. მისი აზრით აფხაზეთში დაღუპულ გმირებს მიაყენეს ამ სიმღერით შეურაცყოფა. დავით ოქიტაშვილი თამარ გვერდწითელთან ურთიერთობას შავ ლაქად მიიჩნევს და უფრო მეტიც ეს რომ სცოდნოდა, რომ მომღერალმა ეს სიმღერა შეასრულა 2005 წელს, მისი სახელობის ვარსკვლავს აღარ გახსნიდა თბილისში. "სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს ჰყავს მომღერალი, რომელიც სცენაზე დგას და პუტინს უმღერის..."-განაცხადა ოქიტაშვილმა. 49 7-ს მოსწონს
|