x
image
worldsport.ge
სრნა - “შახტარის” წლის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი

imageხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი დარიო სრნა დონეცკის “შახტარის” საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად ხორვატი მცველი გულშემატკივრებმა დაასახელეს. გამოკითხვაში მონაწილეობა “შახტარის” 1252-მა მხარდაჭერმა მიიღო და 32 წლის მოთამაშემ 377 ხმა მიიღო. მეორე და მესამე ადგილებზე კი ბრაზილიელები ადრიანო (354) და ბერნარდი (201) გავიდნენ.
სრნამ “შახტარის” მაისურით ჯამში 431 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0