x
image
natia.a
როგორ დაგვიმახსოვრებენ სიკვდილის შემდეგ: ამბავი, რომელიც დაგაფიქრებთ!

imageეს მოხდა ასიოდე წლის წინ... ერთ მშვენიერ დილით ერთმა კაცმა გაზეთში საკუთარი სიკვდილის შესახებ განცხადება აღმოაჩინა. შეშინდა... აღშფოთდა... ეჭვიც კი შეეპარა, მართლა ხომ არ გარდავიცვალეო...
როცა დაწყნარდა, გადაწყვიტა შეეტყო, რას წერდნენ მის შესახებ ადამიანები.

"დინამიტის მეფე"...
"სიკვდილით მოვაჭრე"...

ასე მოიხსენიებდნენ გაზეთში "გარდაცვლილს".

"ნუთუ ხალხი მართლა ასეთად დამიმახსოვრებს?" - გაიფიქრა შეშფოთებულმა კაცმა.

იმ დღიდან კაცმა, რომელმაც მართლა გამოიგონა დინამიტი, დაიწყო მშვიდობის სფეროში მუშაობა.

მისი სახელი - ალფრედ ნობელი - დღეს მშვიდობასთან და ნობელის პრემიასთან ასოცირდება...


მთავარია, როგორ დაგვიმახსოვრებენ სიკვდილის შემდეგ...

2
121
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
121
  
2014, 21 დეკემბერი, 23:50
მსმენია ეს ამბავი
2014, 20 დეკემბერი, 23:52
გაგონილი მქონდა ეს ისტორია და მართლაც რომ ასეა, დედიშობილა მოსულები ამა ქვეყანაზე, ამა ქვეყნიდან დედიშობილები წავალთ და მხოლოდ "სახელი" დარჩება ჩვენი.
0 1 2