ქალი და მამაკაცი
" მექალთანე დიკაპრიოს ახალი სიყვარული ეწვია" ? - რუს ოლიგარქს რომან აბრამოვიჩს დაშა ჟუკოვა დაშორდა, ლეონარდო დიკაპრიო კი - ტონი გარნს
2014, 20 დეკემბერი, 14:03
ბოლო დროინდელი "სვეცკური" და მოდური სამყარო სიახლეებით არის სავსე. ყველასთვის საინტერესო და მუდამ საზოგდოების ყურადღების ცენტრში მყოფი ლეონარდო დიკაპრიო უკვე " ვიქტორია სეკრეტის" მერამდენე მოდელს დაშორდა. ჯერ იყო დ 4 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე უმდიდრეს მოდელთან ჟიზელ ბიუდჰენთან კრახით დასრულდა.ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი რომანი ჰქონდა ლეინარდოს " ვიქტორია სეკრეტის" კიდევ ერთ გამორჩეულ სახესთან ბარ რაფაელთან და სხვათა შორის არც თუ ხანმოკლე. როგორც წყარო წერს, "მოდელების მოყვარულმა" დიკაპრიომ ერთი პერიოდი ბარ რაფაელთან დაქორწინებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ბოლოს მასთანაც კრახით დასრულდა სასიყვარულო ურთიერთობა.ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით კრახით დაამთავრა სიყვარულის ისტორია დიკაპრიომ " ვიქტორია სეკრეტის" კიდევ ერთ ამომავალ ვარსკვლავთან ტონი გარნთან, რომელთანაც ბოლო ერთი წელი ცხოვრობდა.მექალთანე დიკაპრიო მოკლედ დროს არ კარგავს და გასული თვის ბოლოს ის 20 ულამაზეს მოდელთან ერთად მაიამიში დააფიქსირეს პაპარაცებმა.ეს ის მოკლე ისტორიაა ლეონარდოზე, რაზეც ბევრს წერენ სოციალურ მედიაში.ახალმა ჭორმა თუ სიმართლემ ყოვეგვარ მოლოდინს გადააჭარბა და საიდუმლოს ფარდა აეხადა. როგორც ბრიტანული წყარო წერდა, რომან აბრამოვიჩს დაშა ჟუკოვა დაშორდა. ინფორმაცია აბრამოვიჩისა და დაშა ჟუკოვას დაშორების შესახებ სულ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, მაგრამ ეს ულამაზესი ქალბატონი როგორც ჩანს დროს არ კარგავს და ნიუ იორჯში ის ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავთან ლეონარდოსთან ერთად პაპარაცების ობიექტივში მოხვდა.წყვილი ნიუ ნიორკის ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო "Марка" შენიშნეს, რომელთაც ახლდათ ლეოს მეგობარი დერეკ ბლასბერგი.წყარო მიუთითებს, რომ ზედმეტი დასკვნებისგან საზოგადოებამ თავი შეიკავოს ჯერჯერობით, რამდენადაც შეიძლება ეს მხოლოდ მეგობრული შეხვედრა იყოს. თუმცა ფოტოებზე კარგად ჩანს დაშასა და ლეოს არა მარტო მეგობრობა, არამედ " მეგობრობაზე მეტი".