ფეხბურთი
"ვასკო და გამამ" ახალი მწვრთნელი დანიშნა
2014, 12 დეკემბერი, 12:27
ბრაზილიური კლუბის "ვასკო და გამას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 35 წლის სპეციალისტი სანტოს მარკინიოსი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
ერთ დროს დიდებული კლუბი ბოლო წლებია ჩავარდნას განიცდის და გუნდი ახლახან გადავიდა ბრაზილიის სერია A-ში - მეორე დივიზიონში რიო დე ჟანეიროელებმა მესამე ადგილი დაიკავეს.
მარკინიოსს საკლუბო გამოცდილება მხოლოდ ბრაზილიურ დონეზე აქვს. ახალგაზრდა სპეციალისტი "ატლეტიკო პარანაენსეში", კურიტიბასა", "ბაიაში" მუშაობდა. ბრაზილიელი "სელესაოს" 15 და 17-წლამდელთა ნაკრებსაც წვრთნიდა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge