სხვა 7 რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ ახალ წელს 2014, 11 დეკემბერი, 22:30 ახალი წელი, ალბათ ყველასთავის წელიწადის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ჯადოსნური დღე, სურვილების ჩაფიქრებისა და იმედების დღე... თუმცა, როგორც ჩანს, წინასაახალწლო დღეებში გარკვეულ აკრძალვებსაც აქვს ადგილი - ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ პარაფსიქოლოგები და ბიოენერგეტიკოსები. ქვემოთ გაგაცნობთ მათ მიერ შემოთავაზებულ 7 რჩევას, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, დამდეგი წელი თქვენთვის წარმატებულად ჩაივლის. მაშ ასე, რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლო დღეებში? 1. ახალ წლამდე ერთი კვირის მანძილზე არ უნდა გამოიყენოთ ახალი ნივთები: არ ჩაიცვათ ახალი ტანსაცმელი, ახალი აქსესუარები და ა.შ. შეინახეთ ისინი ახალი წლის ღამისთვის. 2. ახალ წლამდე ერთი კვირის მანძილზე არ დააკეროთ ტანსაცმელზე ღილები, არ დაკემსოთ, არ წაიღოთ ფეხსაცმელები შესაკეთებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ წელს ვერაფერ ახალს ვერ შეიძენთ. ამასთან, იმისათვის, რომ დამდეგ წელიწადში მსხვილი შენაძენები გააკეთოთ, ნუ შეიძენთ ახალ წლამდე წვრილ-წვრილ ნივთებს (გარდა საჩუქრებისა). 3. ახალი წლის ღამით სურვილის ჩაფიქრებისას ნუ გამოიყენებთ ნაწილაკს "არ": მაგალითად, იმის მაგივრად, რომ ჩაიფიქროთ "არ გავხდეთ ავად", ჩაიფიქრეთ "ვიყოთ ჯანმრთელნი". 4. ახალ წელს ნუ შეხვდებით მხოლოდ ქალების გარემოცვაში. თუ ამას მაინც ვერ აღწევთ თავს, ზუსტად 12 საათზე თავზე ხელი გადაუსვით მამრობითი სქესის შინაურ ცხოველს. შეეცადეთ, რომ ახალი წელი პირველმა მამაკაცმა მოგილოცოთ. 5. საახალწლო სუფრისთვის არავითარ შემთხვევაში არ მოამზადოთ კერძი ისეთი ცხოველებისგან, რომლებიც უკან დადიან, როგორიცაა, მაგალითად კიბორჩხალა, ხამანწკები და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამდეგ წელს ყველა ძველი პრობლემა ისევ იჩენს თავს. 6. იმისათვის, რომ დამდეგ წელს თავიდან აიცილოთ ზარალი, 1 იანვარს არ დაგავოთ სახლი და არ გადაყაროთ ნაგავი. 7. 31 დეკემბრიდან 19 იანვრამდე არ აიღოთ ვალი და არც თავად ასესხოთ ფული, თორემ მთელი წელი ფინანსური პრობლემები გექნებათ. იმავე მიზეზით, ნუ შეხვდებით ახალ წელს ცარიელი ჯიბით, აუცილებლად გედოთ ფულის რომელიმე კუპიურა. 8425 3-ს მოსწონს
|