ფეხბურთი
სმოლინგი ორ კვირას ლაზარეთში გაატარებს
2014, 10 დეკემბერი, 20:37
“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა კრის სმოლინგმა “საუთჰემპტონთან” (2:1) მატჩში საზარდულის ტრავმა მიიღო.
როგორც The Guardian-ი იუწყება, სმოლინგი 2 კვირა ვერ შეძლებს მინდორზე გასვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ კრისი “ლივერპულთან”, “ასტონ ვილასთან” და “ნიუკასლთან” მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge