x
image
worldsport.ge
ვილაშ-ბოაში “ლივერპულს” გამორიცხავს

imageსანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, “მონაკოსთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, “ლივერპულში” მისი შესაძლო გადასვლა გამორიცხა.
“ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ. “ზენიტი” ავირჩიე იმიტომ, რომ მსურს გავიმარჯვო. ინგლისში დაბრუნება ჩემს უახლოეს გეგმებში არ შედის”, – განაცხადა პორტუგალიელმა.
“ლივერპულის” თავკაცად ვილაშ-ბოაშის შესაძლო დანიშვნა ინგლისურ მედიაში ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება, რადგან “წითლები” მიმდინარე სეზონში ბრენდან როჯერსის ხელმძღვანელობით წარუმატებლად ასპარეზობენ.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge


0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0