x
image
worldsport.ge
ოფიციალური კანდიდატი მხოლოდ რურუაა

image26 დეკემბერს ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა ჩატარდება, რომლის მსვლელობისას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდება. ფედერაციამ საპრეზიდენტო კამპანია 5 დეკემბერს გახსნილად გამოაცხადა, განაცხადების მიღება კი 20 დეკემბერს შეწყდება.
ჯერჯერობით, პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე განაცხადი მხოლოდ რომან რურუამ შეიტანა. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეს ცნობა დაადასტურა და დაამატა, ჭიდაობის თავკაცის პოსტზე კანდიდატურის წამოყენება ჩვენმა სახელოვანმა ვეტერანმა ფალავნებმა მთხოვეს და მეც საარჩევნო კამპანიაში ჩავებიო.
საპრეზიდენტო პოსტის დაკავებაზე თანხმობა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამაც გამოთქვა, თუმცა ყრილობის მოსამზადებელი ჯგუფისთვის განცხადებით მას ჯერ არ მიუმართავს.



გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0