ჭიდაობა ბერძენ-რომაელები 4 ოქროს შეუტევენ 2014, 27 ივლისი, 15:52 ბაქოში მიმდინარე ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან პრის ფინალურ ტურნირზე დღეს საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. დილის პროგრამის შეხვედრები უკვე დასრულდა და ჩასატარებელი ფინალური ბრძოლებიღა დარჩა, რომლებშიც საქართველოს ნაკრების წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს. გადამწყვეტ ბრძოლაში ოთხივეს აზერბაიჯანელი მეტოქე ეყოლება. ოთარ მაღლაკელიძე 46 შეფასება არ არის
|