x
image
worldsport.ge
სხირელმა ნაკრების კანდიდატთა სია ჩამოწერა

imageსაქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა ეროვნული გუნდის კანდიდატთა გაფართოებული სია ჩამოწერა, რომელთაგანაც სეზონის ბოლომდე დარჩენილ ერთადერთ საერთაშორისო ტურნირზე დასაყენებელ შემადგენლობას შეარჩევს. 6 ნოემბერს ქართული გუნდი მოსკოვში გაემგზავრება, “ევროპის ღია თასზე საჭიდაოდ”.
სხირელი ნაკრების მთავარ მწვრთნელად საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ორი კვირის წინ დაასახელა, მაგრამ ერთობლივი საწვრთნელი პროცესი დღემდე არ დაწყებულა. ნაკრების წევრთა და კანდიდატთა დიდი ნაწილი დარბაზში შესვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე ლუკა კურტანიძე თანამდებობას არ დატოვებს და ფედერაციის პრეზიდიუმი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს არ ჩაატარებს.
“წინ მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელზეც გუნდი აუცილებლად უნდა გამოვიდეს. ევროპის თასისთვის ნორმალურად მოსამზადებლად გუნდს ორი სრულფასოვანი შეკრება სჭირდებოდა, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო მხოლოდ ერთი ხერხდება. ჩამოვწერე გაფართოებული სია, რომელშიც ყველა კანდიდატი შევიყვანე. ამ სპორტსმენებს 22 ოქტომბრიდან ორკვირიან შეკრებაზე ვუხმობ. იმედია, ნაკრების წევრები გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ვარჯიშს განაახლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვის განაცხადის შედგენისას არჩევანს იმ სპორტსმენებს შორის გავაკეთებთ, რომლებიც შეკრებაში ჩაერთვებიან”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ნუგზარ სხირელმა.

ვასილ მშვილდაძე

www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0