x
image
worldsport.ge
ხინჩეგაშვილი ევროფინალშია, ლომთაძე – ბრინჯაოს შეუტევს

imageსაქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57 კგ) ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა.
რევაზ მინდორაშვილის გუნდის უმსუბუქესმა წევრმა ევროპირველობა ბულგარელი გეორგი ვანგელოვის ძლევით (6:2) გახსნა, შემდეგ ფრანგი ზოჰეირ ელ უარაქი (7:3) და რუსეთის ნაკრების წევრი რუსტამ ამპარი (6:4) ჩამოიშორა. ფინალში კი ჩერნოგორიის ნაკრების წევრს, ევროპის 2-გზის ჩემპიონ გენადი ტულბეას დაეჭიდება.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 61 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც თამაშდება. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ბექა ლომთაძე გავიდა და კარგადაც დაიწყო - სომეხი ნარეკ სანოიანს მოუგო (14:9), მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან (6:12) დამარცხდა და ბრძოლას რეპეშაჟში აგრძელებს, რადგან ალიევი უკვე ფინალშია.




ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0