x
image
worldsport.ge
“ოქროს გრან პრის” 6 ქართული ოქრო

imageგასულ უქმეებზე პარიზმა ძიუდოს გრან სლემის პარალელურად, ჭიდაობის “ოქროს გრან პრისაც” უმასპინძლა და საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები კიდევ უფრო ხვავრიელად გამოვიდნენ, ვიდრე ძიუდოისტები.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგი ბერძენ-რომაელებმა აჩვენეს. ბეგი დარჩიას გუნდმა 4 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რევაზ ლაშხი (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), გიორგი ცირეკიძე (80 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ჩემპიონები გახდნენ. მესამე საპრიზო ადგილები კი ლაშა გოგიტაძემ (59 კგ), მანუჩარ ცხადაიამ (75 კგ) და ვასილ იმერლიშვილმა (98 კგ) დაიკავეს. ნაკრების განაცხადში მყოფ მოჭიდავეთაგან საპრიზო სამეულს მიღმა მხოლოდ გოდერძი დავითაძე (59 კგ), რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (98 კგ) დარჩნენ.
რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საფრანგეთში 6-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა. “ოქროს გრან პრი” წაუგებლად ზვიად მეტრეველმა (97 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) ჩაამთავრეს. იოსებ ხუციშვილმა (74 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აკაკი მოწონელიძეს (61 კგ) კვარცხლბეკამდე ერთი გამარჯვება დააკლდა და მე-5 ადგილს დასჯერდა. ალექსანდრე ჯაჭვაძემ (74 კგ) და გოჩა ლომთათიძემ (86 კგ) კი საწყის ეტაპზევე წააგეს.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0