ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა მე-15 ტურის სიმბოლური ნაკრები წარმოგვიდგინა. საუკეთესო 11 ფეხბურთელში ერთბაშად "ვესტ ჰემის" 3 ფეხბურთელი მოხვდა. "ჩაქუჩებმა" პრემიერლიგაში ბოლო სამი თამაში მოიგეს და კარგ ფორმაში იმყოფებიან.
ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავს "ასტონ ვილასა" და "ქუინზ პარკ რეინჯერსს". თითო-თითო ფეხბურთელი კი ლონდონის "არსენალიდან", "მანჩესტერ იუნაიტედიდან" და "მანჩესტერ სიტიდან" არის წარმოდგენილი.
მეკარე: ასმირ ბეგოვიჩი ("სტოკი")
მცველები: ალან ჰატონი, კიარან კლარკი (ორივე "ასტონ ვილა"), ჯეიმს ტომკინსი, კარლ ჯენკინსონი (ორივე "ვესტ ჰემი").
ნახევარმცველები: სანტიაგო კასორლა ("არსენალი"), იაია ტურე ("მანჩესტერ სიტი"), ჟოე ბარტონი, ლეროი ფერი (ორივე ქპრ).
თავდამსხმელები: რობინ ვან პერსი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ენდი კეროლი ("ვესტ ჰემი").
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge