x
image
worldsport.ge
“ტორპედო” ძოძუაშვილმა და “ვისოლმა” დატოვეს

imageრევაზ ძოძუაშვილი ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში, რუსთავის “მეტალურგთან” საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ, ძოძუაშვილი ფეხბურთელებს შეხვდა და განუცხადა, რომ გუნდიდან წავიდა. მას კონტრაქტის ვადაც ამოწურული ჰქონდა და ბოლო დროს ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც, ვინც ამჟამად “ტორპედოს” შეფობს, მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვა.
კომპანია “ვისოლმა” ქუთაისური კლუბი საბოლოოდ დატოვა, მაგრამ “ტორპედოს” ანგარიშზე დაახლოებით 500 000 დოლარი დატოვა. საქმე ისაა, რომ თავის დროზე, როდესაც “ტორპედო” “ვისოლის” მფლობელობაში გადავიდა, სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, თუ კომპანია კლუბს დატოვებდა, გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა. მართლაც ასე მოხდა. ისე, უმჯობესია “ვისოლის” მსგავსი კომპანიები პირიქით თუ მოიქცევიან და ინვესტიციებს ფეხბურთსა ან სპორტის სხვა სახეობებში განახორციელებენ.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

1
232
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
232
  
2014, 11 დეკემბერი, 8:31
არასწორად იმართება ფეხბურთი და იმიტომაც დატოვა ვისოლმა. ბიზნესმენები ფულს დებენ და ფედერაცია კიდე სახლში ეზიდება.
0 1 1