x
image
worldsport.ge
ნანი "ჩელსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

imageპორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველმა ლუიშ ნანიმ "ბოავიშტას" წინააღმდეგ ეროვნული პირველობის მე-12 ტურის მატჩში მუხლქვედა მყესების ტრავმა მიიღო და მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამოტოვებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა სიმძიმის ტრავმა აწუხებს პორტუგალიელ შემტევს და რამდენი ხანი მოისაკლისებს მას "სპორტინგი”.
მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" განათხოვრებული ფეხბურთელი საკმაოდ შედეგიანად ასპარეზობს. პორტუგალიის პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ნანიმ 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და ხუთ საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0