x
image
natia.a
ოთხმოციანელებო, აქეთ!
ამასწინათ სურათი გადავუღე ჩემ პატარა ბიჭებს: დამტვრეულ, ჩემი და ჩემი ძმის ბავშვობისდროინდელ სათამაშო მანქანაში იჯდნენ...

არც არაფერი, უბრალოდ გადავუღე...

მერე კი, სურათი თავიდან ვნახე და დაიწყო...

გამახსენდა ყველაფერი, რითიც ვერთობოდით ჩვენ, 80-90-იანელები...

გამახსენდა თოჯინები, ცოტა ბუთხუზები, ქუჩქუჩა თმებით... ექიმის და სამზარეულოს ნაკრებები, ბზრიალები...


imageimageimageimage































ათამაშო ხოკეი და კალათბურთი (რომელიც, რუდუნებით შენახული, სულ ახლახანს დაამტვრიეს ჩემმა გადარეულებმა).

imageimage














კალეიდოსკოპი და სტერეოსკოპი, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარდა...


imageimage


















გველი-მოზაიკა და ლაბირინთი...


imageimage



















საღეჭი რეზინებიც გამახსენდა, თავისი "ნაკლეიკებით", კოლექციებად რომ ვაგროვებდით და ჩვენს პატარა, მაგრამ უსაზღვრო სამყაროში ფულის მაგივრობასაც კი გვიწევდა ხშირად :

"დონალდოები"


imageimageimage
























"ტიპტიპები"


imageimage

















"ტურბოები"


image
"ფინალები"


imageimage














ლეგენდარული "ლოვიზები"...


image



კიდევ ნაყინი გამახსენდა, სულ სხვანაირი, მსუყე, უგემრიელესი "სტაკანჩიკები" ან პლომბირი, სატარებელი მაცივრით რომ ჩამოატარებდა ეზოში გამყიდველი "მაროჟიააა"-ს ძახილით და სასწრაფოდ რომ ჩავირბენდით კიბეებს ხურდა ფულით ხელში... მაცივრის ახდილი კარიდან ამოსული უგემრიელესი სიგრილეც გამახსენდა ერთმანეთს მიკრულ ვაფლის, ზოგჯერ კი ქაღალდის ჭიქებს რომ ასდიოდა და სასიამოვნოდ გვიღიტინებდა ჩვენი ულუფა ნაყინის მოლოდინში რიგში მდგარ ბავშვებს...


image




ახლა სულ სხვანაირია ნაყინი... უბრალოდ ნაყინია, ის კი... მოგონებები უფრო გემრილეს ხიდის ალბათ...


ხო, კიდე სერიალები გამახსენდა... ეს უკვე 90-იანების დასაწყისში, ჩაბნელებულ სახლში ციცქნა, აკუმულატორზე მომუშავე შავ-თეთრ ტელევიზორში საყურებლად ყოველ საღამოს რომ გადმოდიოდნენ მეზობლები მარიას, ხოსე-ანტონიოს, ხუანის, მონიკას, კასანდრას და უამრავი ასეთის ამბის გასაგებად... გაიგებდნენ, უხაროდათ, წყინდათ, ტიროდნენ, იცინოდნენ... ზოგჯერ ვერ ვხვდებოდით რა ატირებდათ, მაგრამ მათ დანახვაზე ჩვენც ცრემლები გვადგებოდა...



imageimageimageimageimageimage














































დრო გადიოდა...

კიდევ ბევრი რამ გამახსენდა...

ის გამახსენდა, აი, უკანმოუხედავად რომ გაგვექცა და მაინც რომ სულ ჩვენთანაა...

თქვენც გაგახსენდათ ალბათ...










































5
178
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
178
  
2014, 9 დეკემბერი, 18:36
კასანდრა და რანდუ :D :D :D :D
2014, 9 დეკემბერი, 0:58
ძალიან კარგი იყო.....სევდა მომაწვა
2014, 8 დეკემბერი, 13:26
უდარდელი ბავშვობა :(
2014, 7 დეკემბერი, 23:09
რა კარგ განწყობაზე დამაყენე ნათი :)
2014, 7 დეკემბერი, 23:09
ეეხ კაი იყო ბავშვობა
0 1 5