როგორც ფსიქოლოგებმა დაადგინეს, ერთ-ერთი რამ, რაც ადამიანის ხასიათზე მეტყველებს, არის მისი ჩაცმულობა საწოლში. იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის საღამურ პერანგსა თუ საცვლებს ანიჭებს
უპირატესობას, შეიძლება ვიმსჯელოთ მამაკაცის ან ქალის ზოგად ხასიათზე. ქვემოთ გთავაზობთ ღამის ჩაცმულობის ხვადასხვა სტილთან ხასიათის შესაბამისობას.
ქალები
ფლანელის სქელ პიჟამოში ჩაცმულს სძინავს უმეტეს შემთხვევაში კეთილი, რბილი ხასიათის ქალის, რომელიც ყოველთვის მზადაა სხვების დასახმარებლად. უყვარს წვეულებებზე სიარული და მოგზაურობა.
თუ საწოლში გრძელი საღამური პერანგი აცვია, რომანტიკული, მგრძნობიარე ადამიანია, რომელიც ადვილად ექცევა შთაბეჭდილებების ქვეშ. ამ ტიპის ქალები დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას ფიქრობენ მათზე გარშემომყოფნი და ცდილობენ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდნენ.
ნახევრად გამჭვირვალე, გიპიურიან საღამურ პერანგს იცმევენ ქალები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ, როცა აქებენ, კომპლიმენტებს ეუბნებიან, ეფერებიან. ამგვარი ქალი არასოდეს გაუშვებს ხელიდან შანსს მამაკაცები საკუთარი სილამაზით მოხიბლოს.
საბავშვო პიჟამოში სძინავს ქალს, რომელსაც უყვარს სახლში ყოფნა, სიმყუდროვე და სისუფთავე, არ მოსწონს ცხოვრების მრავალფეროვანი სტილი. მას სჯერა საკუთარი მეუღლის ერთგულების, ენდობა და აფასებს მას. ამ ტიპის ქალი არასოდეს გაუცრუებს იმედს ქმარს არც ოჯახურ ცხოვრებაში
და არც სამუშაოში.
საცვლების ამარა ან სრულიად შიშველს სძინავს ქალს, რომელიც 100%-ით დარწმუნებულია საკუთარ თავში, არავიზე არ არის დამოკიდებული. მისი ქმედებების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. იგი ძლიერია და არ ეშნია წინააღმდეგობების. ენდობა ადამიანებს, მაგრამ არ პატიობს ორპირობას და მლიქვნელობას. არ ხლართავს ინტრიგებს და არ კეკლუცობს.
კაცები
კაცებს, რომლებსაც ქვედა საცვლის ამარა სძინავთ, უყვართ წესრიგი და სისუფთავე, კარგი ურთიერთობა აქვთ ახლობლებთან, ყოველთვის ზრუნავენ სხვებზე, ყოველთვის ახსოვთ ახლობლოების დაბადების
დღეები და ღირსშესანიშნავი თარიღები.
პიჟამოს ხმარობენ მამაკაცები, რომლებსაც საკუტარი თავი ძალიან უყვართ, არიან პრაქტიკულები დაშრომისმოყვარეები. ამ ტიპის მამაკაცები მიზანდასახულნი არიან, იშვათად აქვთ მავნე ჩვევები,
მისდევენ სპორტს და უყვართ მოგზაურობა.
პიჟამოს შარვალს ატარებენ კაცები, რომლებმაც იციან საკუთარი თავის ფასი. იშვაითად მისდევენ მოდას, დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ. არიან კონსერვატიულები და სტაბილურები.
პიჟამოს ზედაში, ჩვეულებრივ, სძინავთ მამაკაცებს, რომელთათვის გარშემომყოფთა აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ამ ტიპის კაცი უმეტეს დროს სახლში ატარებს. არის კეთილი და
არც თუ ისე მორიდებული. უყვარს მუშაობა და სირთულეების გადალახვა.
სამოსის გარეშე სძინავთ მამაკაცებს, რომლებსაც დიდი წარმოსახვის უნარი, მდიდარი და მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო აქვთ, უმეტესად ხელოვანი ადამიანები არიან. ამ ტიპის კაცი თითქმის ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებულია. სამუშაოზე სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, სწრაფად ერკვევა პრობლემების არსში და პოულობს მათი გადაჭრის გზას.